სასკი ბასკონიას საწვრთნელი კემპი დასრულდა

სასკი ბასკონიას საწვრთნელი კემპი დასრულდა

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და ესპანურ
კორპორაცია „სასკი
ბასკონიას“ შარშან
დაწყებული თანამშრომლობა გრძელდება. ეს კორპორაცია რამდენიმე
კლუბის მფლობელია,
რომელთა შორისაც
წლევანდელი ევროლიგის
ოთხთა ფინალის წევრი „ლაბორალ
კუჩაა“.

სწორედ ამ
კლუბის საწვრთნელი კემპი ჩატარდა
თბილისში. შარშანდელის მსგავსად, კემპის ჩასატარებლად თბილისში ესპანელი
მწვრთნელები ჩამოვიდნენ და ვერის
ბაღის საკალათბურთო დარბაზში 55 პერსპექტიულ მოზარდს
ვარჯიშებს უტარებდნენ.

კემპისთვის 2001-2005 წლებში დაბადებული კალათბურთელები შეირჩნენ.
სელექცია ასაკობრივი ნაკრებების უცხოელმა
კოორდინატორებმა – მილოშ
გლიგორიევიჩმა და
ტიხომირ ბუჯანმა
მოახდინეს. ეს
სპეციალისტები გასულ
ციკლში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში
მუშაობდნენ და
ფედერაციამ მათ
საქართველოში ჩამოსვლა
და ასაკობრივი ნაკრებებისთვის ტალანტების მოძიება, მათი კოორდინაცია და
სამწვრთნელო პროცესების მონიტორინგი შესთავაზა.

შერჩეული ქართველი
მოზარდები ხუთდღიან
კემპში მიიღეს
მონაწილეობა და
ესპანელი მწვრთნელებმა მათგან 16 საუკეთესო შეარჩიეს,
რომლებიც ესპანეთში,
ქალაქ ვიტორიაში
ივლისის თვეში
დაგეგმილ „ლაბორალ
კუჩას“ კემპზე
წავლენ და
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შერჩეულ
პერსპექტიულ ახალგაზრდებთან ერთად გენერალურ
კემპში მიიღებენ
მონაწილეობას. სწორედ
ამ კემპის
შემდეგ შეირჩევა
ის კონტიგენტი, რომლებიც ესპანეთში
დარჩებიან და
ან „ლაბორალ
კუჩაში“, ანდაც
ამ კლუბთან
დაახლოებულ სხვა
გუნდებში გააგრძელებენ ვარჯიშს.

შეგახსენებთ, რომ „ლაბორალ კუჩაში“
ასპარეზობს საქართველოს ეროვნული ნაკრების
წევრი თორნიკე
შენგელია. ვიტორიელთა ახალგაზრდულ გუნდშია
ლუკა ბულაშვილი,
ხოლო სხვა
კლუბებში ლაბორალელებმა ნიკა დარბაიძე
და გიორგი
ტურძილაძე გაანათხოვრეს.

დღეს კემპის
დახურვაზე 16 საუკეთესო
მონაწილე შეირჩა,
რომლებიც ესპანეთში
გაემგზავრებიან და
ქალაქ ვიტორიაში
გააგრძელებენ სწავლასა
და ვარჯიშს.
ეს მოთამაშეები არიან:

მოთამაშე დაბადების წელი კლუბი
1 ირაკლი სულხანიშვილი 2001 იბერი
2 ბიძინა ფეიქრიშვილი 2001 ჰიუნდაი
3 საბა მურღულია 2003 რუსთავი
4 საბა გიგიბერია 2001 ჰიუნდაი
5 ლუკა ლიკლიკაძე 2003 ქუთაისი
6 ვახტანგ გოგბერაშვილი 2002 ფოთი
7 ლაშა მიქელაძე 2001 აკადემია
8 ირაკლი კილაძე 2002 დინამო
9 ნიკა კიშკო 2001 დინამო
10 ალექსი მერკვილაძე 2002 ქუთაისი
11 ზურა ვაშაკიძე 2002 რუსთავი
12 გიორგი მოსიაშვილი 2003 ზაზას აკადემია
13 ვლადიმერ თავაქარაშვილი 2002 გორი
14 რომა ჭინჭარაული 2002 ორბი
15 რატი ანდრონიკაშვილი 2001 აკადემია
16 დავით გოგაძე 2002 ჰიუნდაი