საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციისა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მემორანდუმი

  სტატისტიკა გალერეა

საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციასა და საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა. ამიერიდან
საუნივერსიტეტო ლიგა საუნივერსტიტო სპორტის ფედერაციისა და კალათბურთის ფედერაციის
ორგანიზებით ერთობლივად ჩატარდება.

საუნივერსიტეტო ლიგის ყველა შეხვედრა ფედერაციის ვებ-გვერდებზე აქტიურად
გაშუქდება და სტუდენტებსა  და  გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ  მატჩების სტატისტიკა სუპერლიგის ოფიციალურ
ვებ-გვერდზე  იხილონ.

საუნივერსიტეტო
ლიგაში 14 უნივერსიტეტის გუნდი ასპარეზობს: 

                                                             A ჯგუფი:                                                              
1.თსუ
2.
საავიაციო უნივერსიტეტი
3.სამედიცინო
4.გრიგოლ
რობაქიძის სახ.
უნივერსიტეტი
5.ბათუმის
საზღვაო აკადემია
6.აგრარული
უნივერსიტეტი

7.კავკასიის
საერთაშორისო უნივერსიტეტი

B ჯგუფი

1.ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
2.შავი
ზღვის უნივერსიტეტი
3.ჯიპა
4.სეუ
5.გ.თავართქილაძის
უნივერსიტეტი
6.სტუ

7.საქართველოს
უნივერსიტეტი

  საუნივერსიტეტო ლიგა სპორტის
სასახლეში დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სტუ-ს დაპირისპირებით
გაიხსნა, სადაც გამარჯვება სტუ-მ მოიპოვა -72:58.
სტუდენტური ლიგის მატჩები სპორტის სასახლეში,
სპორტკომპლექს არენასა და საკალათბურთო აკადემიაში გაიმართება.

ალეკო
პეტრიაშვილი (კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის
დირექტორი):
სასიხარულოა, რომ საუნივერსიტეტო ლიგის ორგანიზებაში აქტიურად ჩავერთეთ.
კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მიესალმება 
ყველა იმ პროექტს, რომელიც კალათბურთის პოპულარიზაციასა და წინსვლას ხელს
შეუწყობს. გვსურს საუნივერსიტეტო ლიგის დონე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს.
მემორანდუმის ფარგლებში საუნივერსიტეტო ლიგას დიდი ყურადღება დაეთმობა და ეს
იქნება ფედერაციისა და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის  ერთობლივი პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს
ხელს  კალათბურთის განვითრებას.

ლექსო გუგავა (საუნივერსიტეტო სპორტის
ფედერაციის პრეზიდენტი): კალათბურთის
ეროვნული ფედერაცია პირველია ფედერაციებს შორის, რომელმაც მთლიანად ჩადო თავისი
რესურსი სტუდენტური ლიგის ორგანიზებაში. საშეჯიბრო დეპარტამენტი  აქტიურადაა ჩართული საუნივერსიტეტო  ლიგაში 
და ის უზრუნველყოფს  მოედნებს
და
მსაჯ-მდივნების  მომსახურებას.  სასურველია, სხვა ფედერაციებმაც მიბაძონ  კალათბურთის ფედერაციას, რადგან სტუდენტური
სპორტის განვითარება  მნიშვნელოვანია
ზოგადად სპორტისა და კონკრეტულად კალათბურთის განვითარებისთვის.