სუპერლიგის
პირველი წრე დღეს თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდება. დღის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს
,,შსს აკადემია’’ და ,,ბათუმი’’ დაუპირისპირდებიან. თამაშის დაწყებამდე გუნდების მწვრთნელებმა
წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
არჩილ ჟღენტი(,,შსს აკადემიის’’ მთავარი
მწვრთნელი): სატუნირტო ცხრილს თუ გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ
ბათუმის გუნდი მოწინავე რიგებშია. მათ ჰყავთ ძალიან ძლიერი 3 ლეგიონერი და საკმაოდ
კარგად ასპარეზობენ, ამიტომ ვთვლი, რომ დღეს ფავორიტი ბათუმია. თუმცა ჩვენ ბოლომდე
ვიბრძოლებთ, შევეცდებით კარგი კალათბურთი ვაჩვენოთ მაყურებელს და გამარჯვებაც მოვიპოვოთ.
ლაშა ოჩხიკიძე(,,ბათუმის’’ მწვრთნელი):
,,შსს აკადემია’’ ახალგაზრდული და მებრძოლი გუნდია,
ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ და საკმაოდ მოტივირებულები უნდა იყვნენ. ვფიქრობ, კარგი
თამაში გამოვა, გამარჯვებას ვგეგმავთ, თუმცა ეს იოლი არ იქნება.