თასის გათამაშების მეორე ნახვეარფინალისტი „შსს-აკადემიაა“
. გიორგოს კეცელიდისის გაწვრთნილმა გუნდმა მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში სახელმწიფო
უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხა.
აკადემიელებმა მეტოქეს დამაჯერებლად აჯობეს და ნახევარფინალში
თასის მოქმედ მფლობელ „არმიას“ შეუწყვილდნენ.
„შსს-აკადემიას“ მხოლოდ პირველ მეოთხედში, ისიც ოდნავ
გაუჭირდა. თსუ-ს მოთამაშეები ბოლომდე იბრძოდნენ და მაქსიმუმი, რაც გამოუვიდათ, წინ
გაჭრილ მეტოქესთან ახლო დისტანციაზე ყოფნა გახლდათ. ამ სიტუაციამ მეორე მეოთხედის დასაწყისამდე
გასტანა, რის შემდეგაც „შსს-აკადემიამ“ სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და გამარჯვებამდეც
იოლად მივიდა.
აკადემიელთა სამმა ამერიკელმა ლეგიონერმა ქულების თანაბარი
ოდენობა დააგროვა. დეონტა ვონმა, კირკ არჩიბეკმა და ჩად პრევიტმა პირად ანგარიშზე
14-14 ქულა ჩაიწერეს. რაც შეეხება მეოთხე ლეგიონერს, ბენჟამინ რეიმონდმა 10 ქულა მოაგროვა.
თსუ-ელთაგან კოტდივუარელი სერჟ ასელაინი გამოირჩა, რომელმაც 17 ქულით და 12 მოხსნით
ორმაგი დუბლი შეასრულა.
თასის გათამაშების დარჩენილი 2 ნახევარფინალისტი დღეს
გამოვლინდება. 16 საათზე ერთმანეთს „რუსთავი“ და „ქუთაისი“ დაუპირისპირდებიან.
შსს აკადემია – თსუ 85:62