მე-5 ტურის მომდევნო
შეხვედრა ,,შსს აკადემიასა’’ და ,,ქუთაისს’’ შორის გაიმართება. თამაშის დაწყებამდე
გუნდების მწვრთნელებმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
დრაგან პეტრიჩევიჩი(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი):
საკმაოდ საინტერესო, სწრაფი და ენერგიული თამაში იქნება. ,,ქუთაისის’’ და ,,არმიის’’
გუნდებს გამოვარჩევდი, რადგან ორივე გუნდი ძალიან შეკრულია და შემადგენლობა დიდად არ
შეუცვლიათ, მათი უმეტესობა დიდი ხანია ერთად თამაშობს. დღევანდელ შეხვედრაში ძალაინ
მაღალი ტემპი იქნება და ის გუნდი გამარჯვებს, რომელიც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს.
მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მწვრთნელი): სასიამოვნო სანახაობა გველის. ჩვენ გუნდს საკმარისი
მოტივაცია აქვს, რათა საუკეთესო თამაში აჩვენოს. წინა თამაშებიდან გამომდინარე ვიმუშავეთ
ჩვენს ძლიერ მხარეებზეც და სისუსტეების გამოსწორებაზეც. ვფიქრობ, ამ შეხვდრას გუნდი
მომზადებული ხვდება.