სუპერლიგის მე-5 ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს შსს
აკადემია და ,,დინამო“ დაუპირისპირდნენ, სადაც შსს-მ მეტოქეს 87:74 სძლია. როგორც მოსალოდნელი იყო,
შეხვედრა ძალიან დაძაბული საინტერესო გამოდგა.
მატჩის საწყისს
ათწუთეულში უპირატესობა შსს აკადემიამ მოიპოვა
(15:13), რომელმაც მეორე პერიოდში კიდევ უფრო იაქტიურა და მეორე მეოთხედის დასრულებამდე
1:32 წუთით ადრე წინ 34:27 გავიდა. დიდ შესვენებამდე 51:4 წამით ადრე დინამოელებმა
სხვაობა 4-ქულამდე შეამცირეს 30:34, ხოლო ტაიმი 31:36 დათმეს. მესამე მეოთხედის საწყისს წუთებში შსს აკადემია 2 ქულით დაწინაურდა-
39:37, თუმცა პერიოდის შუაწელში ,,დინამომ“ იძალა და ფრე – 41:41დააფიქსირა. აღნიშნული
მეოთხედის დარჩენილი დრო გუნდების გარამავალი უპირატესობით წარიმართა, სადაც მცირე
უპირატესობა შსს-მ მოიპოვა და პერიოდის დასასრულს – 52:50 გავიდა წინ. გადამწყყვეტი
გამოდგა ბოლო დასკვნითი პერიოდი, რომელიც ძალიან დაძაბული და ემოციური გამოდგა.
აღნიშნული მეოთხედის მე-6 წუთზე აკადემიელებმა 5-ქულიანი უპირატესობა
მოიპოვეს და წინ 66:61 გავიდნენ. აღნიშნულ მონაკვეთში შსს-მ მეტოქე
საბოლოოდ გატეხა და შეხვედრის ძირითადი დროის ამოწურვამდე 2.01 წუთით ადრე თავის სასარგებლოდ
71:64 დააფიქსირა, 2:13 წუთით ადრე კი 11- ქულიან უპირატესობას უწია – 77:66. დარჩენილ
დროში ,,დინამომ“ მეტოქესთან ვერაფერი გააწყო
და მიმდინარე სეზონის მეორე წრეში მეორე მარცხი განიცადა.
შსს აკადემია
41 ქულით ლარი ბლერმა ულიდერა. აღსანიშნავია, რომ ბლერმა მიმდინარე სეზონში რეკორდი
დაამაყარა და თავისივე სარეკორდო შედეგი (41 ქულა) გაიმეორა.
დინამოს“ მხრიდან
გამოირჩა ალექსანდრე ზესევიჩი, რომელმაც საკუთარ გუნდს 18 ქულა შესძინა.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე აღნიშნული გუნდების მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს.
გიორგოს კეცელიდისი
(შსს აკადემიას მწვრთნელი): ქალბატონობს მსურს მივულოცო დედის დღე, რადგან რამდენადაც
ვიცი ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია საქართველოში. რაც შეეხება მატჩს, საკმაოდ
რთული თამაში იყო ჩვენთვის., ,დინამო“ ძალიან კარგი გუნდია და მათი მწვრთნელი კი უპირველეს
ყოვლისა ძალიან კარგია ადამიანი, შემდეგ კი
-წარმატებული მწვრთნელი.იყო რამდენიმე ფაქტორი რის გამოც ეს მატჩი რთული იყო ჩვენთვის.
თავისთავად გავლენას ახდენდა ის ფაქტი, რომ წავაგეთ წინა ორი თამაში მაგრამ ჩვენ შევასრულეთ
მთავარი ამოცანა და კარგად ვითამაშეთ დაცვაში.
შესანიშნავად ვითამაშეთ თავდასხმაშიც. როგორც ხედავთ ლარი ბლერს აქვს ბრწყინვალე
შედეგი.
ირაკლი ხოშტარია
(დინამოს მწვრთნელი): პირველ რიგში მოვულოცავ მოწინააღმდეგე გუნდს გამარჯვებას, მის
მთავარ მწვრთნელს და მთავარ მოთამაშეს, ლარი ბლერს, რომელმაც ძალიან ბევრი პრობლემა შეგვიქმა სხვა მოთამაშეებთან
ერთად. თამაშის წინ ვეუბნებოდი ბიჭებს, რომ დღეს გვქონდა ყველაზე რთული თამაში, რადგან
შსს აკადემია ჩვენი უშუალო კონკურენტია. მომავლისთვის
გავითვალისწინინებ იმ შეცდომებს რაც დღეს დავუშვით. ეს ეხება დაცვას, რადგანაც მასზე
მთავარი ყურადღება გვაქვს გადატანილი. აგრეთვე საშინლად წავაგეთ ფარიც. დეტალურად გავეცნობი
მატჩის ვიდეოს და უფრო მეცოდინება დღევანდელი წაგების მიზეზი. დღევანდელ შეხვედრაში
გადამეტებული ემოციაც გვქონდა, თუმცა მე იმიტომ ვარ მწვრთნელი რომ ეს ყველაფერი დავალაგო
და გამოვასწორო. მწვრთნელს ვულოცავ კიდევ ერთხელ და ვიტყვი რომ სასიამოვნოა ასეთი დონის
მწვრთლელთან ჩემი პაექრობა. სიამოვნებით შევხვდებოდი
შსს აკადემია გუნდს ფლეიოფში.
ლარი ბლერი: უპირველეს
ყოვლისა მსურს პატისვისცემა გამოვხატო მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელის მიმართ, რომელმაც
შესანიშნავად ათამაშა თავისი გუნდი. ამ ყველაფერმა
გვიბიძგა კიდევ უფრო კარგად გვეთამაშა და მაქსიმალურად დავხარჯულიყავით. ჩინებულად
ვიასპარეზეთ დაცვაში და ძალიან კარგი გუნდური თამაში ვაჩვენეთ. მსურს
მადლობა გადავიხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც ძალიან გვეხმარებიან ყველა თამაშზე.
ჩვენი მწვრთნელი ძალიან კარგ სათამაშო სტრატეგიას გვთავაზობს და თუ ყველაფერი ისე შევასრულეთ
როგორც დღეს აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას. ასევე მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა
სუპერლიგაში მონაწილე ყველა გუნდის მწვრთნელის მიმართ.
მილან ოულიჩი: კარგი თამაში იყო, მაგრამ ძალიან ბევრი სულელური შეცდომა დავუშვით. ვფიქრობ, ჩვენ ბევრად მეტი შეგვიძლია და აუცილებლად გამოვასწორებთ ამ ხარვეზებს. მოხარული ვიქნები თუ კიდევ შევძლებთ ამ გუნდთან თამაშს და ბევრად უკეთ წარმოვაჩენთ ჩვენს თავს.