შსს აკადემიამ სოხუმი დაამარცხა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

 საინტერესო
გამოდგა დღის მეორე დაპირისპირება, რომელიც ასევე თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა. შსს აკდემიისა და ,,სოხუმის“  შეხვედრა გარდამავალი
უპირატესობით წარიმართა.

 პირველ პერიოდში ,, სოხუმელებმა“ იყოჩაღეს და 4 ქულა დაიბევეს
აქტივში, თუმცა მეორე მეოთხედში  ,,ძალოვნებმა“  მოახერხეს თამაშის თავიანთ სასიკეთოდ შემობრუნება
და პირველი ტაიმი 8 ქულით მოიგეს. დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა თამაშის მეორე ნახევარი – მესამე პერიოდი შსს აკადემიის ლიდერობით დასრულდა, ბოლო მეოთხედში ,,ზღვისპირელებმა“  იმძლავრეს, თუმცა ქულებით ვეღარ დაეწივნენ მეტოქეს
და საბოლოოდ 90:100 დამარცხდნენ. 

 შსს აკადემიის მოგებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს
ლეგიონერებმა. აღსანიშნავია დეონტა ვონის შედეგი, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა – 16 ქულა, 11 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა. ორმაგი დუბლი მიითვალეს კირკ არჩიბექმა (30 ქულა და 13 მოხსნა) და ჩად პრევითმა (26 ქულა, 11 მოხსნა). 
 რაც შეეხება  სოხუმის გუნდს, მის შემადგნელობაში 29 ქულით ირაკლი ჩლაიძე გამოირჩა.

შეგახსენებთ, რომ დღის ბოლო შეხვედრაში სტუდენტური დერბი შედგება, თსუ-სტუს
წინააღმდეგ.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
გეორგის კეცელიდისი (შსს აკადემია):  გამომდინარე სოხუმის დღევანდელი ასპარეზობისა, ამ მატჩში მეტოქეს უნდა გაემარჯვა. მადლობა ღმერთს რომ ასე გაგვიმართლა და საბოლოოდ გამარჯვება ჩვენს გუნდს დარჩა.
სოხუმი დამარცხდა, მაგრამ მან ძალიან ლამაზი კალათბურთი აჩვენა. მადლობა
ყველა მოთამაშეს და მის მწვრთნელს. ,,სოხუმი”ახალგაზრდა გუნდია და მისგან ასეთ დიდ წინააღმდეგობას ნამდვილად
არ მოველოდი. რაც შეეხება სუპერლიგის ოფიცილაური ვებ-გვერდის ტექსტურ რეპორტაჟს, მოხარული და მივესალმები ყველა საკალათბურთო სიახლეს. აგრეთვე
მსურს  რამდენიმე სიტყვა ვთქვა სუპერლიგის ახალ
სეზონთან დაკავშირებით, რომელიც ვფიქრობ წელს შარშანდელთა შედარებით გაცილებით მაღალი
დონის იქნება. წლევანდელ სეზონში ბევრი დაბალანსებული გუნდი მონაწილეობს და კიდევ უფრო განსხავვებული ჩემპიონატს ვიხილავთ.
მინდა აღვნიშნო ლეგიონერების შესახებაც. მიმაჩნია, რომ  სუპერლიგაში მათი
ასპარეზობა ქართველი კალათბურთელების კლასის ამაღლებას  ხელს დიდად შეუწყობს.

ვაჟა კვარაცხელია (სოხუმი): ვულოცავ
გეორგის კეცელიდისს ამ გამარჯვებას რომელიც თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია. შსს აკადემიას უნდა მოეგო ეს თამაში და ასეც მოხდა. ,,სოხუმის” კალათბურთელებს აკლიათ სათანადო გამოცდილება და მაღალი კლასი, ამიტომ განსაკუთრებული მადლობა ბიჭებს ასეთი თავგანიროლი ბრძოლისთვის. რაც შეეხება სუპერლიგის ვებ-გვერდის საიახლეს, აღფრთოვანებული ვარ ტექსტური რეპორტაჟით  და მოხარული ვარ რომ კალათბურთის დონე საქართველოში ყველა მხრივ იზრდება.

 ჩად პრევითი:
 ძალიან ვისიამოვნე დღევანდელი მატჩით. ,,სოხუმი” კარგი
გუნდია და მისი წინააღმდეგობით სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ. მატჩის პერიოდში გვქონდა გარკვეული ჩავადნა გვქონდა მაგრამ ეს  კსლათბურთში ბუნებრივი მომენტია. საბედნიეროდ ბოლო მეოთხედში ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდა და ის შედეგი
დავაფიქსირეთ რომელიც გვსურდა.

ირაკლი ჩლაიძე:
მივულოცავ შსს აკადემიას ამ გამარჯვებას და წარმატებას  ვუსურვებ მომდევნო მატჩებში. დღევანდელი მატჩი წაგებას  არაერთი მიზეზი ჰქონდა. ბევრი შეცდომა დავუშვით დაცვაში,  წავაგეთ ფარიც. ბიჭებმა ბევრი ვიომეთ, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ
გამარჯვება მეტოქეს დარჩა. მომავალ მატჩებში კიდევ უფრო მეტს ვიშრომებთ
და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ძლიერი გუნდის დამარცხება შევძლოთ.