შსს აკადემიამ სტუ დიდი სხვაობით დაამარცხა; მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

შსს აკადემიამ სტუ დიდი სხვაობით დაამარცხა; მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

სუპერლიგის მეორე წრის მეორე ტურის დასკვნით მატჩში
სტუ-სა  შსს აკადემიის დაპირისპირება შედგა,
სად შსს-მ მეტოქეს დიდი სხვაობით, 97:59 სძლია. 

მატჩი თავიდანვე ,,ძალოვანთა“ უპირატესობით წარიმართა,
რომლებიც საწყისი პერიოდის დასრულებამდე 1:51 წუთით ადრე 25:12 დაწინაურდნენ, ხოლო
პირველ ტაიმში 49:25 იმარჯვეს.  მესამე მეოთხედში შსს აკადემიამ ,,ტექნიკოსებს“ შანსიც
არ დაუტოვა და აღნიშნული მეოთხედის დასასრულს 30-ქულიანი სხვაობა დააფიქსირა –
70:40. მეოთხე მეოთხედში თამაშს აზრი დაეკარგა, შსს-მ ყველა კომპონენტში აჯობა მეტოქეს
და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.  

სტუ-ს გუნდს 13 ქულა ზვიად ანთაძემ შესძინა, ხოლო შსს
აკადემიის შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ მიითვალა: ტრეისი სმიტმა
35 ქულა და 17 მოხსნა, ხოლო ლარი ბლერმა 23 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
 

მატჩისშემდგომ გაიმართა პრესკონფერენცია, რომელსაც სტუ-სა
და  შსს 
აკადემიის გუნდების მწვრთნელები და მოთამაშეები დაესწრნენ შემდეგი კომენტარები
გაკეთდა.

გიორგოს კეცედელისი
(შსს-აკადემიის მწვრთნელი): ძალიან მოხარული ვარ ამ გუნდში მუშობით და შედეგით. გუნდის
ხელმძღვანელობა გვერდში მიდგას და მადლობა მათ. კმაყოფილი ვარ ჩვენი მოთამაშეებით.
ისინი მაქსიმუმს აკეთებენ. ჩვენ ვმუშაობთ სწორი კალათბურთის თამაშისთვის, სადაც დაცვა
უპირველესია.

ზურაბ ტომარაძე(სტუს-მწვრთნელი): ჩვენმა გუნდმა დეფორმაცია განიცადა.
ვცდილობთ დავიბრუნოთ ძველი ბრძოლისუნარიონობა და სხვა გუნდებთნ მატჩის დროს ასეთი დიდი
სხვაობა არ იყოს.  მოხარული ვარს რომ შსს აკადემია
პრქტილულად ახალი გუნდის სახით წარსდგა ჩვენს წინაშე და ვფიქრობ რომ ეს გუნდი მინიმუმ
სუპერფინალს იმსახურებს. მწვრთნელი აშკარად დიდი სპეციალისტია და ჩვენ კარგი კალათბურთის
მომსწრენი ვიქნებით. ჩვენი ახალგაზრდა მოთამაშეები კი დაოსტატდებია, გამოცდილებას მიიღებენ
და გაითვალისწინებენ თავიაანთ შეცდომებს.

გიორგი ნიკოლაძე(შსს
აკადემია): მივულოცავ ჩვენს ყველა გულშემატკივარს დღევანდელ გამარჯვებას. მეორე წრიდან
ჩვენს გუნდში არაერთი სიახლეა. შეიცვალა გუნდის შემადგენლობა, რაც მთავარია შეიცვალა
მთავარი მწვრთნელი, რომელიც ჩემის აზრით დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში
მოღვაწე მწვრთნელებიდან.  და ასეთი დონის უცხოელი
მწვრთნელი ჯერ არ გვყოლია. ვთამაშობთ სულ სხვა სტილით და  მკაცრად ვართ ორიენტირებულნი დაცვაზე. მწვრთნელის
მოთხოვნა ჯერჯერობით დაცვაა რაც ბოლო ორმა თამაშმა აჩვენა კიდეც. ვფიქრობ,შეგვიძლია
მაღალი მიზებისთვის ბრძოლა, ვინაიდან გამართულ კალათბურთს ვთამაშობთ და თუ გავითვალისწინებთ
მწვრთნელის ყველა მითითებას დარწმუნებული ვარ შევძლებთ ფინალში თამაშს.

დავით დეკანოიძე(სტუ):
ანგარიშიდან გამომდინარე ცოტა ძნელია რაიმე კომენტარის გაკეთება. ჩვენი მთავრი მიზანი
ამ მატჩში იყო გარკვეული ტაქტიკური მონახაზების დახვეწა, ვინაიდან შემდეგი მატჩი გველის
რუსთავთან და ფლეი ოფში გასასვლალად ჩვენთვის აუცილებელია გამარჯვება. იმედია თამაშიდან
თამაშამდე მოვუმატებთ და სასურველ შედეგს მივაღწევთ. 
სუპერლიგა
მეორე წრის მეორე ტური 
თსუ – ბათუმი 95:74 (მატჩის მიმოხილვა)
დინამო -არმია 66:83 (მატჩის მიმოხილვა)
თსსუ – სოხუმი 68:87 (მატჩის მიმოხილვა)