შსს აკადემიამ თსუ დაამარცხა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

 დღის მორიგი თამაში შსს აკადემიასა და თსუს
შორის შედგა. ,,ძალოვნებმა“ შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და მიუხედავად თსუ-ს
მონდომებისა მატჩი შსს-მ 82:68 მოიგო. 

გეორგიოს კეცელიდისის დარიგებულმა გუნდმა
პირველი პერიოდი 19:11 დაასრულა, თამაშის ტაიმიც მოიგო 35:28. დაძაბული ბრძოლა
გაგრძელდა შეხმედრის მეორე ნახევარში, თსუს კალათბურთელები ცდილობდნენ დაეჯაბნათ
მეტოქის გამოცდილი მოთამაშეები, თუმცა მესამე და მეოთხე პერიოდები მაინც დათმეს და
საბოლოოდ 68:82 წააგეს.

    მოგებული გუნდის რიგებში ორმაგი დუბლის
ავტორი 22 ქულითა და 12 მოხსნით კირკ არჩიბექი გახდა.ეროვნული ნაკრების წევრმა
ბესიკ ლეჟავამ კი 17 ქულა დააგროვა. ,,სტუდენტების“ მხრიდან გივი ბაქრაძეს ქულათა
საუკეთესო მონაგარი ჰქონდა-24, ორმაგი დუბლი კი სერჟი ასელაინმა ჩაიწერა აქტივში.

მატჩი
ტრადიციულად თამაშის შემდგომ პრესკონფერენციაზე შეფასდა:

გეორგის კეცელიდისი (შსს აკადემია): პირველ რიგში მინდა
წარმატება ვუსურვო ,,ევროჩელენჯზე“ მოასპარეზე არმიის გუნდს, რომელიც არა მხოლოდ კლუბისთვისაა
მნიშვნელოვანი, არამედ მათლიანად ქართული კალათბურთისთვის. რაც შეეხება  თამაშს, მიუხედავად მოგებისა, ბოლომდე კმაყოფილი
მაინც არ გუნდური თამაშით ვარ.  ჩვენ ბევრი
შეცდომა  დავუშვით დაცვასა და შეტევაში,
დაბალი პროცენტულობა გვქონდა საჯარიმო სროლებშიც. დადებითად შევაფასებდი ბესიკ
ლეჟავას ასპარეზობას, რომელმაც დღევანდელ მატჩში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა.

გიორგი ჩხეიძე (თსუ): მივულოცავ შსს აკადემია
გამარჯვებას, რომელიც ჩვენზე ძლიერი და მაღალი კლასის მათამაშეებითაა
დაკომპლექტებული. ბიჭებმა დღევანდელ მატჩს თავი შეძლებისდაგვარად გაართვეს.
ვეცდებით გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები და მე როგორც მწვრთნელმა, კიდევ უფრო მეტი
სამუშაო გავწიო გუნდისთვის.

 ბესიკ ლეჟავა (შსს აკადემია):  ჩვენი თამაშით კმაყოფილნი არ ვართ. ვეცდებით
დღევანდელი შეცდომები მაქსიმალურად გამოვასწოროთ და ჩვენს  თავზე კიდევ უფრო მეტად ვიშრომოთ და  გუნდური თამაში ვაჩვენოთ.

 გივი
ბაქრაძე (თსუ): შსს აკადემია არის წლევანდელი სეზონის  ფავორიტი და უშუალო კონკურაენტად არ მივიჩნევთ.
ვერ ვიტყვი, რომ ჩვენმა გუნდმა დღეს  ცუდად
იასპარეზა. მაქსიმალურად დავიხარჯეთ და ბევრი ვიშრომეთ, თუმცა ბავშვური შეცდომები
დავუშვით. იმედია, მსგავსი ხარვეზები თსუ-ს 
აღარ ექნება.