სტატისტიკა გალერეა VIDEO
სუპერლიგის მიმდინარე ტურის ცენტრალური მატჩში სანახაობრივი
და საინტერესო ბრძოლა გაიმართა. ერთმანეთს გათამაშების ლიდერი “დინამო” და
“შსს-აკადემია” დაუპირისპირდნენ. პირველი წრისგან განსხვავებით აკადემიელებმა
თამაში ერთიორად გააუმჯობესეს და ამის ნათელი მაგალითი დღევანდელი მატჩიც იყო.
წინა ტურში “შსს-აკადემიამ” ქუთაისში იმარჯვა,
სადაც პირველ წრეში “დინამომ” მიმდინარე სეზონის ერთადერთი მარცხი განიცადა.
მეორე მატჩი დინამოელებმა დღეს, სწორედ “შსს-აკადემიასთან” წააგეს, რაც იმას
ნიშნავს, რომ არჩილ ჟღენტის გუნდი დამსახურებულად ჩაეწერა სუპერლიგის ჩემპიონობისთვის
მებრძოლ გუნდების რიცხვში.
ცენტრალური მატჩი დინამოელებმა უკეთ დაიწყეს, თუმცა
აკადემიელები მეტოქეს არ ჩამორჩებოდნენ და მუდმივად უკან მისდევდნენ. პირველი მეოთხედი
ირაკლი ხოშტარიას გუნდმა 22:20 მოიგო, მეორეში კი უკეთ ითამაშა და ლიდერობა 10 ქულამდე
გაზარდა – 42:32, თუმცა პირველი ტაიმის ბოლო წამზე ამერიკელი პერიშ ბრაუნის ზუსტი ოქრულიანის
შემდეგ დიდ შესვენებაზე დინამოელები 8-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 42:34.
პირველ ტაიმში დინამოელთა ლიდერობა ირითადად ცენტრის
– სტევან მილოშევიჩის კარგი თამაშით იყო განპირობებული, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ
დინამოელთა ჩერნოგორიელი ლეგიონერი აკადემიელთა სერბმა ცენტრმა – მილე ილიჩმა გაანეიტრალა
და თავისი გუნდის წარმატებულ სვლას დაუწი სათავე. მესამე პერიოდში “შსს-კადემიამ”
თამაში გამოასწორა და 16:8 გამარჯვების შემდეგ გადამწყვეტი მეოთხედის წინ ფრე დაფიქსირდა
– 50:50.
ბოლო პერიოდის საწყის წუთზე აკადემიელები 2:0-ის შემდეგ
პირველად დაწინაურდნენ – მილე ილიჩის საჯარიმოს შემდეგ 51:50 დაფიქსირდა. ბოლო პერიოდი
თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, რომლის ბოლოს აკადემიელებმა ჩინებული თამაშის წყალობით
5-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს – 63:58 საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე.
წინ საკმაო დრო იყო, თუმცა შესანიშნავი დაცვის ხარჯზე
აკადემიელებმა მოახერხეს “დინამოს” შეტევების მოგერიება. 2 წუთზე მეტი ისე
გავიდა, ბურთი არ ჩავარდნილა და როცა დასრულებამდე 45 წამით ადრე ლევან ფაცაციამ
2-ქულიანი მიითვალა, “შსს-აკადემიას” ლიდერობა 7 ქულამდე გაიზარდა და მატჩის
ბედიც გადაწყდა.
საბოლოოდ აკადემიელებმა 67:63 იმარჯვეს, რითაც დაამტკიცეს,
რომ ჩემპიონობის რეალური კანდიდატები არიან. შესანიშნავად ითამაშა აკადემიელთა ლეგიონერმა
მილე ილიჩმა, რომელმაც შეხვედრა 19 ქულით, 8 მოხსნით და 2-2 ჩაჭრა-დაფარებით დაამთავრა.
ძალიან სარგებლიანი იყო ბექა ჩიკვილაძე, რომელმაც 3 უმნიშვნელოვანესი სამქულიანი მიითვალა
და ჯამში შეხვედრა 16 ქულით დაასრულა. 10 ქულით და 6 მოხსნით აღნიშნა “შსს-აკადემიაში”
დებიუტი ეროვნული ნაკრების წევრმა, პირველ წრეში უკრაინის სუპერლიგაში მოთამაშე ლევან
ფაცაციამ. “დინამოში” 16 ქულით ბომბარდირი მილოშ პეშიჩი გახდა, 15 ქულა და
8 მოხსნა მილოშევიჩის ანგარიშზეა, ხოლო ქიან კარტერმა მატჩი 14 ქულითა და 7 მოხსნით
დაასრულა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
არჩილ ჟღენტი
(შსს აკადემიის მთავარი მწვრთნელი): მადლობა ჩემს
მოთამაშეებს ასეთი თავდადებული ბრძოლისთვის. ასევე გულწრფელი მადლობა ინდა გადავუხადო ასისტეტებს გიორგი ნიკოლაძეს და და დავით არეშიძეს, რომლებმაც ფიზიკურად ბრწყინვალედ მოამზადეს გუნდი და დღევანდელ მატჩში გიორგის რჩევები ძალიან გამომადგა. დავრწმუნდი, რომ ჩვენ ნამდვილად ერთი
გუნდი ვართ და კლუბში ერთსულოვნებაა. გავიმეორებ და ვიტყვი რომ „დინამო“ ჩემპიონობის
მთავარ პრეტენდენტად მიამჩნია და ვფიქრობ პლეი ოფში სულ სხვა გუნდი იქნება. გავიმარჯვეთ
და კმაყოფილი ვარ მაგრამ, რა თქმა უნდა, გარკვეული ხარვეზები გამოსაწორებელი გვაქვს და პლეი ოფს მაქსიმალურად
მზად უნდა შეხვდეთ.
ირაკლი ხოშტარია
(„დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): შსს აკადემია
ძალიან კარგი გუნდია და დიდ წარმატებას ვუსურვებ. ფაქტია, ჩვენს გუნდს ჩავარდნა აქვს და სოხუთან მარცხის
შემდეგ სულ უკან მივდივართ. გვაქვს მხოლოდ სათამაშო პრობლემა, სხვა კზეზი არ არსებობს.
ვეცდებით გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. გულხელდაკრეფილნი
არ ვიქნებით და ამ სიტუაციას სათანადოდ გავაანალიზებთ.
ყველაფერი წინაა და მთავარია ბიჭებმა ირწმუნონ ამის. სხვა გზა არ არის, აუცილებლად უნდა
გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები.
რევაზ როგავა
(შსს აკადემია): მადლობა „დინამოს“ ასეთი კარგი თამაშისთვის. სასიამოვნოა
რომ პლეი ოფის მოახლოებასთან ერთად ვაუმჯობესებთ ჩვენს თამაშს და პროგრესს განვიცდით. ეს პროფესიონალური მუშაობის შედეგია. ყველა პირობა გვაქვს შექმნილი და დიდი მადლობა ამისთვის მწვრთნელებს. „დინამო“
ყველაზე გამოცდილი მოთამაშებითაა დაკომპლექტებული და ნამდვილად სასიამოვნოა ასეთ დაძაბულ მატჩში გამარჯვება.
გიორგი გამყრელიძე
(დინამო): კარგად ითამაშეს
შსს აკადემიის ბიჭებმა და მოიგეს კიდეც. რაც შეგვეხება ჩვენ, აშკარა ჩავარდნა გვაქვს. ვფიქრობ, არ გვეკადრება ამდენი წაგება. ამასთან დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც
მხარს აქტიურად გვიჭერენ და მხურალედ გვქომაგობენ.
საწყენია, რომ დღევანდელ მატჩში მათი იმედები
ვერ გავამართლეთ და დავმარცხდით.