შსს-მ მე-5 ადგილი დაიკავა

შსს-მ მე-5 ადგილი დაიკავა

 სუპერლიგის პლეიაუტის
მატჩში შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა  ,,სამედიცინო” ანგარიშით 78:69  დაამარცხა და მე-5  ადგილი დაიკავა.

გამარჯვებულთა რიგებში 19 ქულით
საუკეთესო დავით იმნაძე იყო, ხოლო თსსუ-ს მხრიდან 24 ქულით ჯეფ როჯერსი გამოირჩა.

ამრიგად, პლეიაუტის
მატჩებიდან გაირკვა მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 ადგილზე გასული გუნდების ვინაობა. ესენია:
შსს, თსსუ, სტუ და ,,ენერჯი ინვესტი”. რაც შეეხება ნახევარფინალურ სერიას, 13 მაისს
,,ქუთაისი” თსუ-ს უმასპინძლებს, ხოლო თბილისის სპორტის სასახლეში ,,სოხუმი” ,,არმიას”
დაუპირისპირდება.