შსს-მ რეგულარული რეკორდით დაასრულა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

შსს-მ რეგულარული რეკორდით დაასრულა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

რეგულარული სეზონი რეკორდული მატჩით დასრულდა. მიმდინარე
სეზონის ყველაზე დიდი სხვაობა სწორედ ბოლო ტურის ბოლო მატჩში დაფიქსირდა. 

შინაგან საქმეთა
სამინისტროს აკადემიის გუნდმა თსსუ-ს 104:31 მოუგო. 73-ქულიანი სხვაობა რეგულარულ ჩემპიონატში
ყველაზე დიდია.

ამავდროულად, მიმდინარე სეზონის ანტირეკორდი დამყარდა
სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდის მიერ, რომელმაც 40 წუთის განმავლობაში მხოლოდ 31 ქულა
ჩააგდო. მედიკოსებმა მესამე და ბოლო მეოთხედებში 10 ქულას ვერ მიაღწიეს, ხოლო პირველში
10, ხოლო მესამეში – 11 ჩააგდეს.

რაც შეეხება „შსს-აკადემიას“, გიორგის კეცელიდისის გუნდმა
აღნიშნული შეხვედრა პლეი ოფისთვის მოსამზადებლად გამოიყენა. აკადემიელებმა რამდენიმე
სათამაშო კომპონენტი დახვეწეს და როგორც ნამატჩევს მათმა მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა,
გუნდის მომზადებით კმაყოფილია.

„შსს-აკადემიაში“ 10-ქულიანი ბარიერი  ექვსმა კალათბურთელმა დაძლია, რომელთაგან საუკეთესო
შედეგი კირკ არჩიბექმა დააფიქსირა – 27 ქულა, 9 მოხსნა. 11-11 ქულა დააგროვა სამმა
კალათბურთელმა – ბენჯამინ რეიმონდმა, დენოტა ვონმა და რევაზ როგავამ. 12 ქულა ჰქონდა
ჩად პრევიტს, ხოლო 13 მერაბ ბოქოლიშვილს.

20 აპრილს სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩია, რის
შემდეგაც, 23 აპრილს, პლეი ოფი დაიწყება.  შეგახსენებთ
მეოთხედფინალურ წყვილებს:

ოლიმპი – თსუ

შსს აკადემია
– სოხუმი

რუსთავი – ქუთაისი

არმია – დინამო
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:

გეორგის კეცელიდისი(შსს აკადემია): ამ თამაშით დასრულდა
რეგულარული სეზონი. ვულოცავ და მადლობას გადავუხდი საქართველოს კალათბურთის ფედერაციას
სუპერლიგის ორგანიზებისა და გაწეული სამსახურისთვის. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს,
ეს კიდევ ერთი ვარჯიში იყო პლეი ოფისთვის და მეტი არაფერი. მე პატივს ვცემ თსსუ-ს მწვრთნელს
და მადლობას ვეუბნები. ჩვენ უკვე ვიწყებთ სპეციალური პროგრამით პლეი ოფისთვის მომზადებას.

თენგიზ ფიცხელაური(თსსუ):  ვულოცავ მოგებას ,,შსს აკადემიას’’.  ჩვენ ნამდვილად  გაგვიჭირდა მათთან თამაში. წარმატებას ვუსურვებ პლეი
ოფში. ჩვენთვის დამთავრდა სეზონი, მადლობა ფედერაციას ასეთი  წარმატებული  ჩემპიონატისთვის. დაგემშვიდობებით მომავალ სეზონამდე.

დავით იმნაძე(შსს აკადემია):  ბოლო წაგებამ იმოქმედა გუნდზე, ძალიან მონდომებულები
ვიყავით, რომ მაქსიმალურად გამოგვესწორებინა წინა თამაშში დაშვებული შეცდომები. ამის
ხარჯზე მოვიგეთ.

ილია შიოლაშვილი(თსსუ): მივულოცავ შსს-ს
გამარჯვებას. დამსახურებულად მოიგეს, შედეგი ლოგიკური იყო.

სუპერლიგა
 მე-2 წრე ,მე-11 ტური
შსს აკადემია – თსსუ   104:31
რუსთავი – ბათუმი 84:73
ქუთაისი – სოხუმი 87:76
ოლიმპი – არმია 88:56
დინამო – სტუ 111:88