შსს-მ სოხუმს სძლია

შსს-მ სოხუმს სძლია

  ,,სოხუმისა
და   შსს-ს დაპირისპირება  შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდის გამარჯვებით,
ანგარიშით 78:73 დასრულდა. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და დაძაბული აღმოჩნდა, სადაც
საბოლოოდ შსს-მ იმარჯვა.

სოხუმელთა რიგებში 20 ქულით  ლაშა ფარღალავა გამოირჩა, ხოლო ორმაგი დუბლი რიჩარდ
დამუსმა მიითვალა -10ქულა, 16 მოხსნა. რაც შეეხება გამარჯვებულ  გუნდს, შსს-ს შემადენლობაში საუკეთესო 24 ქულით
ბესო ლეჟავა გახლდათ. სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩზე, კლუბ
,,სოხუმის” პრეზიდენტმა მინდია გულუამ დააწესა საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის,
იური ძიძიგურის სახელობის პრიზები. აფხაზეთის მკვიდრი იური ძიძიგური გასული საუკუნის
სამოციან-სამოცდაათიან წლებში თამაშობდა  თბილისის
,,ქარიშხალასა” და ,,დინამოს” შემადგენლობაში. ოთხმოციანი წლებიდან  იგი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი.
პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი იური ძიძიგური გმირულად დაეცა მშობლიური ქალაქ გაგრის დაცვისას
წარმოებულ ბრძოლებში 1992 წლის 2 ოქტომბერს. იური ძიძიგურის სახელობის პრიზები, თამაშის
შემდეგ გადაეცა თითოეული გუნდის საუკეთესო მოთამაშეს, რომელიც სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა.
ჟიურთა რჩეული ,,სოხუმის” გუნდიდან იუჯინ ჰარისი გახდა, ხოლო შსს-ს მხრიდან ბესო ლეჟავა.