შსს-ს გუნდის ცვლილებები

შსს-ს გუნდის ცვლილებები

2011-2012 წლების საკალათბურთო სუპერლიგაში მონაწილე
შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდში ცვლილებებია: დღეიდან შსს-ს რიგებში აღარ ირიცხებიან
გუნდის მთავარი მწვრთნელი დავით უსტიაშვილი და მოთამაშე ბექა  წივწივაძე.

ამის შესახებ შსს-ს სპორტულმა დირექტორმა,
ლევან მიქაბერიძემ განაცხადა. შინაგან საქმეთა
სამინისტროს გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობას არჩილ ჟღენტი შეასრულებს, რომელიც
აქამდე აწ უკვე ყოფილი მწვრთნელის, დავით უსტიაშვილის ასისტენტად მუშაობდა.