შსს-ს გურმანი ლეგიონერები

შსს-ს გურმანი ლეგიონერები

 სუპერლიგის მეორე  წრე კიდევ უფრო საინტერესოდ და დაძაბულად მიმდინარეობს,
თითქმის  ყველა გუნდს აქვს ფლეი ოფში თამაშის
სურვილი. ჩემპიონობაზე მებრძოლი გუნდებიც კარგად გამოიკვეთნენ.  

საინტერესოა მოთამაშეების
აზრი მიმდინარე ჩემპიონატის მეორე წრეზე და მათი პასუხები აქტუალურ კითხვებზე. დამატებით
დროში  ამჯერად  შსს კალათბურთელებს, ჟულივეტ ტუჯანსა და ტროი კოტონს
შეხვდებით.

  ტუჯანი უკვე დიდი ხანია საქართველოში თამაშობს.
სატრანსფერო ფანჯრის დროს იგი ენერჯიდან ,,შსს–ში” გადავიდა, სადაც ამერიკელი გამთამაშებელი,
აშშ-ს სტუდენტური ლიგის (NCAA) ერთ–ერთი წარმატებული მოთამაშე, ვისკონსინის უნივერსიტეტის
გუნდ „გრინ ბეის“ ლიდერი, 22 წლის ტროი კოტონი ირიცხება.

   ტროი კოტონმა
„გრინ ბეიში“ 4 სეზონი გაატარა, ბოლო ორში კი ყველა შეხვედრა ხუთეულში ითამაშა და მატჩში
საშუალოდ 3 სამქულიანს აგდებდა. სტაბილური თამაშის  გამო კოტონი გასულ ზაფხულს ნბა–ს გუნდმა „მილუოკი
ბაქსმა“ საწვრთნელო შეკრებაზე მიიწვია. 3 თვის განმავლობაში იგი ამ გუნდთან ვარჯიშობდა.

 ოვერტაიმში ,,შსს-ს” ორ წამყვან მოთამაშეზე ტრადიციულად
დამატებით,  საინტერესო ინფორმაციასაც ამოიკითხავთ. 

http://superleague.ge/news_overtime.php?uin=349&lang=geo