სმოლის 9 დაფარება და ლიკლიკაძის 17 ქულა | გაუ-მ მარგვეთი დაამარცხა

სმოლის 9 დაფარება და ლიკლიკაძის 17 ქულა | გაუ-მ მარგვეთი დაამარცხა

გუშინ დაწყებული სუპერლიგის მე-6 ტური დღეს თბილისში გაგრძელდა. მორიგი მატჩი თბილისი არენაზე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გუნდ გაუ-სა და ზესტაფონის “მარგვეთს” შორის გაიმართა. გაუ “ოლიმპია”, რომელიც ზემოთაღნიშნულ უნივერსიტეტთან გაერთიანდა და ამ სეზონიდან მისი სახელით გამოდის. გუნდსმა აქცენტი ახალგაზრდებზე გააკეთა და ჩემპიონატშიც წარმატებით ასპარეზობს. დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა სუპერლიგაში ულვე მე-3 გამარჯვება მოიპოვა და არცთუ ურიგო მეტოქესთან.

ზესტაფონის მარგვეთი კი რეგრესს განიცდის.. გუნდმა სეზონი დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში გასვლით დაიწყო, თუმცა სუპერლიგაში შესაბამისი შედეგიანობით ვერ თამაშობს. ზესტაფონელებმა 6 მატჩი გამართეს და უკვე მე-4 შეხვედრა წააგეს. გაუ-მ გამართული თამაშითა და კარგი დაცვით იმერულ კლუბს შანსი არ დაუტოვა.

პირველი, მეორე და მესამე პერიოდები გაუ-მ სხვადასხვა სხვაობით მოიგო და ჯამში 22-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა. ერთ პერიოდში ამხელა ჩამორჩენის გაბათილება ძალიან იშვიათად ხდება და არც ახლა დაფიქსირებულა. სამაგიეროდ, რეკორდი დააფიქსირა გაუ-ს ამერიკელმა ლეგიონერმა აიზია სმოლმა, რომელმაც 9 დაფარება მიითვალა. ეს გახლავთ მიმდინარე სუპერლიგის საუკეთესო შედეგი, რომელიც 2-ით ჩამორჩა  2012 წლის 9 მაისს, დინამოს სერბი ლეგიონერის, მილან ოლუიჩის მიერ დამყარებულ რეკორდს. საბოლოოდ გაუმ მარგვეთი 85:72 (სტატისტიკა) დაამარცხა.

9 დაფარებასთან ერთად სმოლმა 8 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. მისმა არც ერთმა სტატისტიკურმა მაჩვენებელმა 10-ს არ უწია, თუმცა სმოლი მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახლდათ. გაუ-ს ბომბარდირი ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი, ლუკა ლიკლიკაძე გახდა, რომელმაც 17 ქულა და 5 პასი მიითვალა. მარგვეთში 19-19 ქულა-მოხსნა ტაიშონ კროუფორდმა მიითვალა. 17 ქულა აკაკი ლომოურის ანგარიშზეა.