სტატისტიკა
გუშინ რეგიონებში
დაწყებული სუპერლიგის მე-5 ტური დღეს თბილისის სპორტის სასახლეში გრძელდება. ტურის
ცენტრალურ შეხვედრაში ერთანეთს ,,მგზავრები-არმია’’ და ,,სოხუმი’’ დაუპირისპირდნენ.
სოხუმელებმა დიდი
ძალისხმევის ხარჯზე მეტოქე 82:68 დაამარცხეს და ზედიზედ 4 მარცხის შემდეგ სეზონის პირველი
გამარჯვება მოიპოვეს.
თამაშის 3 პერიოდი
საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა, ,,სოხუმელები’’ თითქმის მთელი შეხვედრა ლიდერობდნენ,
თუმცა ,,მგზავრები’’ მათ გაქცევის საშუალებას არ აძლევნდნენ და სოხუმელებმა გადამწყვეტი
უპირატეობის მოპოვება ბოლო პერიოდამდე ვერ შეძლეს.
პირველი მეოთხედი
,,სოხუმმა’’ 5 ქულის სხვაობით (22:17) მოიგო, მეორე ათწუთეულში კი თანაბარი ბრძოლა
მიმდინარეობდა და დიდი შესვენებისთვის სოხუმელები კვლავ 5-ქულიანი ლიდერობას ფლობდნენ
– 41:36. მესამე პერიოდშიც არაფერი შეცვლილა იმის გარდა, რომ მგზავრებმა სხვაობა
3-ქულამდე შეამცირეს – 55:58.
მაყურებელი დაძაბული
ბოლო ათწუთეულის მოლოდინში იყო, თუმცა ,,სოხუმმა’’ არაჩვეულებრივად დაიწყო მეოთხე პერიოდი.
ჩლაიძის, შვანგირაძის და ბააკაშვილის კარგი თამაშის წყალობით სოხუმელებმა ლიდერობა
მალე 10-ქულამდე გაზარდეს და დარჩენილ დროში ,,მგზავრებისთვის’’ თამაშის გადარჩენის
რეალური შანსი აღარ მიუციათ. საბოლოოდ, ,,სოხუმმა’’ 14 ქულის სხვაობით იმარჯვა.
გამარჯვებულებს
25 ქულით და 7 მოხსნით ირაკლი ჩლაიძემ ულიდერა, 13 ქულა ჰქონდა ვატო ბააკაშვილს, ორმაგი
დუბლი შეასრულა გიორგი ჯგერენაიამ – 12ქულა, 16მოხსნა, გრიგოლ შვანგირაძემ კი შეხვედრა
12 ქულით დაასრულა.
,,მგზავრები-არმიის’’
რიგებში მერაბ ბოლოქიშვილი გამოირჩა 20 ქულით, ოთარ ბულიავამ კი 11 ქულა მიითვალა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ბუბა ბერიშვილი(,,მგზავრები-არმიის’’ მთავარი მწვრთნელი):
ვულოცავ მოწინააღმდეგეს ღირსეულ გამარვებას. რაც შეგვეხება ჩვენ, დაცვაში ნაწილობრივ
გავართვით თავი იმას, რაც დაგეგმილი გვქონდა, უბრალოდ, შეტევებში გვქონდა ბევრი ხარვეზი,
ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, გუნდში სიტუაციები აირია და დავმარცხდით. ამ წაგებას
ჩემს თავზე ვიღებ. იყო მომენტები, როცა მივუახლოვდით მეტოქეს და მაქსიმალურად შევამცირეთ
სხვაობა, თუმცა ვერ მოვახერხეთ გარდატეხის შეტანა და დაწინაურება. იმედია, ამ ყველაფერს
გამოვასწორებთ მომავალში.
ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი):
მინდა აღვნიშნო, რომ ,,მგზავრები-არმია’’ მშვენიერი გუნდია, ბუბა ძალიან კარგი მწვრთნელია
და გუნდს ეტყობა სერიოზული ნამუშევარი. კარგად ითამაშეს, თუმცა ჩვენ კლასის და გამოცდილების
ხარჯზე მოვახერხეთ მოგება. ეს გამარჯვება ჩვენთვის აუცილებელი იყო და შევეცდებით, ამის
შემდეგ ისევე ვასიამოვნოთ მაყურებელი, როგორც ამას წინა სეზონში ვაკეთებდით.
მერაბ ბოქოლიშვილი(,,მგზავრები-არმია’’):
მივულოცავ ,,სოხუმს’’ ამ გამარჯვებას, ნამდვილად კარგად ითამაშეს. ძირითადად, თამაში
ქულა-ქულაში მიდიოდა, შეგვეძლო რადენჯერმე წინ გავსულიყავით, მაგრამ ბევრი შეცდომა
დავუშვით, ვერ გამოვიყენეთ შანსები და ისევ და ისევ ჩვენი შეცდომების გამო დავმარცხდით.
დათო დეკანოიძე(,,სოხუმი’’): ძალიან მნიშვნელოვანი
თამაში იყო, მთელი კვირა ვემზადებოდით და მოსაგებად გამოვედით მოედანზე. ბიჭებმა ყველაფერი
გაიღეს, ბოლომდე იბრძოლეს და გავიმარჯვეთ. ,,მგზავრები’’ საკმაოდ კარგი გუნდია და მინდა
მათ წარმატებები ვუსურვო.