სოხუმი-ბათუმის წინასამტჩო პრესკონფერენცია

სოხუმი-ბათუმის წინასამტჩო პრესკონფერენცია

გუშინ ქუთაისში დაწყებული სუპერლიგის მე-2 წრის მე-5 ტური დღეს თბილისის სპორტის სასახლეში გრძელდება. ცენტრალურ მატჩში სოხუმი ბათუმს უმასპინძლებს. გაგაცნობთ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე გაკეთებულ კომენტარებს:

ვაჟა კვარაცხელია (“სოხუმის” მთავარი მწვრთნელი): ყველამ იცის ჩვენი ფინანსური პრობლემები, ცუდ მდგომარეობაში ვართ. მიუხედავად ამისა ვთამაშობთ და იმედია რაიმე გამოვასალი იქნება, რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ფავორიტად ბათუმს მივიჩნევ.

ლაშა ოჩხიკიძე (“ბათუმის” მწვრთნელის ასისტენტი): შანსებს 50/50-ზე შევაფასებდი. თუმცა ეს მოგება ძალიან გვჭირდება და  მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რათა პლეი ოფში მოედნის უპირატესობა მოვიპოვოთ.