სუპერლიგის მე-7
ტური, რომელმაც სტარტი გუშინ რეგიონებში აიღო, სპორტი სასახლეში გრძელდება. ცენტრალური
შეხვედრა 14:00 საათზე ,,სოხუმსა’’ და ,,ოლიმპს’’ შორის გაიმართება. თამაშის დაწყებამდე
გუნდების მწვრთნელებმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი):
,,ოლიმპი’’ ძალიან კარგი გუნდია, თუმცა მათაც ჩვენსავით ცუდი სტარტი ჰქონდათ. 10-მატჩიანი
დისკვალიფიკაციით გამოაკლდათ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი, რიჩარდ მათიაშვილი
და ეს გუნდზე ცუდად აისახება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ,,ოლიმპი’’ თავის სიტყვას იტყვის,
წინ დიდი მარათონია. დღეს იქნება ბრძოლა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მოგებისთვის.
სატურნირო ცხრილი ნამდვილად არასახარბიელო გვაქვს.
დავით თორთლაძე(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი):
მადლობა ვაჟას ასეთი სიტყვებისთვის. იგივე შემიძლია ვთქვა ,,სოხუმზეც’’, რამდენიმე
დასანანი მარცხი განიცადეს, თორემ უკეთესი სატურნირო მდგომარეობა ექნებოდათ. რაც შეგვეხება
ჩვენ, ვვარჯიშობთ, ვემზადებით და დღესაც ბიჭები მოედანზე არაფერს დათმობენ.