სოხუმი-ოლიმპის წინასამატჩო კომენტარები

სოხუმი-ოლიმპის წინასამატჩო კომენტარები

სუპერლიგის მეორე ტური გუშინ რეგიონებში დაიწყო. ბათუმის და რუსთავის შემდეგ კი მეორე ტურის დარჩენილ მატჩებს სპორტკომპლექსი ,,არენა” მასპინძლობს. დღის პირველი შეხვედრა ,,სოხუმისა” და ,,ოლიმპის” გუნდებს შორის გაიმართება. გაგაცნობთ გუნდების მწვრთნელების მიერ წინასამატჩოდ გაკეთებულ კომენტარებს.

ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის” მთავარი მწვრთნელი): მოსაგებად ვართ განწყობილი, თუმცა დღეს ,,ოლიმპსაც” აქვს თავისი უპირატესობა – საკუთარ მოედანზე თამაშობს, თანაც საკმაოდ კარგი ახალგაზრდული გუნდია. ამიტომ, ვფიქრობ, ორივე გუნდს თანაბარი შანსები გვაქვს.

გია კაზანჯიანი(,,ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი): ჩვენზე ბევრად გამოცდილ გუნდს ვეთამაშებით, ამის მიუხედავად, როგორც წინა თამაშზე, არც დღეს გვექნება იმის კომპლექსი, რომ ჩვენზე გამოცდილია მეტოქე. მაქსიმუმს გავაკეთებთ. ორივე ტომარაძე დაგვიბრუნდა, მართალია, ბოლომდე ფორმაში ჯერ არ არიან, თუმცა მათი იმედი დღეს ნამდვილად გვაქვს.