სოხუმი – ქუთაისის შეხვედრის წინასამატჩო პრესკონფერენცია

სოხუმი – ქუთაისის შეხვედრის წინასამატჩო პრესკონფერენცია

სუპერლიგის მე-4 ტური სპორტის სასახლეში გრძელდება.
ცენტრალური თამაშის შემდეგ ერთმანეთს ,,სოხუმის’’ და ,,ქუთაისის’’ გუნდები შეხვდებიან.

გაგაცნობთ გუნდების მწვრთნელების მიერ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე
გაკეთებულ კომენტარებს.
ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი):
ქუთაისი ძლიერი გუნდია, ჩემპიონობის ამბიციები აქვს, ყველა კომპონენტში ძლიერია, ჩვენ
კი ძალებს მოვიკრებთ და ვიბრძოლებთ. ქუთაისს უფრო მეტი შანსები აქვს, თუმცა ბოლომდე
უნდა დავიხარჯოთ და ლამაზი კალათბურთი ვაჩვენოთ.

მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’
მწვრთნელი): წინა ტურთან შედარებით, ალბათ, კიდევ უფრო უკეთ უნდა
ვიასპარეზოთ. სამწუხაროდ,  არ ვარ კმაყოფილი
ჩვენი მომზადებით, დარბაზის უქონლობის გამო ვერ გავდივართ სრულყოფილ მომზადებას, თუმცა
ფსიქოლოგიური ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. გუნდი შემართებით გამოვა და ბოლომდე
იბრძოლებს.