სოხუმი – რუსთავი წინასამატჩო პრესკონფერენცია

სოხუმი – რუსთავი წინასამატჩო პრესკონფერენცია

პლეიაუტის მეორე
შეხვედრა ,,სოხუმსა’’ და ,,რუსთავს’’ შორის გაიმართება. თამაშის დაწყებამდე გუნდების
მთავარმა მწვრთნელებმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): ძალიან
რთული პერიოდი გავიარეთ. ქუთაისთან 5 თამაშის შემდეგ გუნდი გადაღლილი და ტრავმირებულია,
ბააკაშვილი არ ითამაშებს, ტრავმა აწუხებს შვანგირაძესაც, ჩლაიძეს ყელი სტკივა. თუმცა,
შანსები მაინც გვაქვს. მადლობელი ვარ ჩემი გუნდის, მაყურებელმა 5-ვე თამაშით ისიამოვნა
და რაც მთავარია, ყველა შეხვედრის მერე ქუთაისელი გულშემატკივარი ტაშს გვიკრავდა.

ოთარ ხმელიძე(,,რუსთავის’’ მთავარი მწვრთნელი):
არც ჩვენ ვართ კარგ მდგომარეობაში, ტრავმიანობაა გუნდში, ხმელიძეს, აბაიშვილს და ყველაშვილს
აწუხებთ ტრავმები, თუმცა ბოლომდე ვიბრძოლებთ.