სუპერლიგის მე-10 ტური, რომელიც 20 თებერვალს რეგიონებში დაიწყო, დღეს სპორტკომპლექს ,,არენაში” დასრულდება.
დღის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ,,შსს აკადემია” და ,,სოხუმი” დაუპირისპირდებიან.
გაგაცნობთ თამაშის დაწყებამდე გუნდების მთავარი მწვრთნელების მიერ გაკეთებულ კომენტარებს.
კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის” მთავარი მწვრთნელი): მიუხედავად იმისა, რომ ,,სოხუმი” ცხრილში ბოლო ადგილზეა, ეს არაფერს არ ნიშნავს, ყოველთვის ანგარიშგასაწევი ძალაა. დღეს პირველად ვეთამაშებით ახალი მოთამაშეებით გაძლიერებულ ,,სოხუმს”, ასე რომ, სრული სერიოზულობით ვუდგებით ამ მატჩს. მოსაგები თამაშია, ყველა მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს, ამ ტურის პირველმა ორმა თამაშმაც დაგვანახა, რამდენად რთულია თითოეული შეხვედრა და ქულების მოპოვება.ველით რთულ და დაძაბულ მატჩს.
ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის” მთავარი მწვრთნელი): დღეს ტრავმირებული ფერიაშვილი არ გვეყოლება, ის 2 კვირით დაგვაკლდა. დანარჩენი მოთამაშეები მწყობრში არიან. დღეს საინტერესო თამაში იქნება. მოგები შანსი, რა თქმა უნდა, ,,შსს აკადემიას” უფრო მეტი აქვს, ნაკრების 6 კაცი ჰყავთ და ფავორიტებად ითვლებიან, მაგრამ მაყურებელს ლამაზ და საინტერესო სანახაობას ვპირდები.