სოხუმის მეორე გამარჯვება სუპერლიგაში

სოხუმის მეორე გამარჯვება სუპერლიგაში

 სტატისტიკა
 გალერეა სუპერლიგის პირველი წრის ბოლო შეხვედრაში ბრძოლა არ
შედგა. აუტსაიდერთა მატჩში, რომელშიც ერთმანეთს თითო გამარჯვების მქონე „სოხუმი“ და
„მგზვრები“ ხვდებოდნენ, 14-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. ნუგზარ ჭეიშვილის გაწვრთნილმა
სოხუმელებმა მეტოქეს თითქმის ყველა კომპონენტში აჯობეს და საბოლოოდ დამსახურებულად
გაიმარჯვეს.

გარდამტეხი გამოდგა მეორე პერიოდი, რომლის დაწყებამდეც
თანაბარი და საინტერესო ბრძოლა მიმდინარეობდა. საწყისი პერიოდი სოხუმელებმა მხოლოდ
1 ქულით – 19:18 მოიგეს, რის შემდეგაც „მგზავრებზე“ მთავარი დარტყმა მიიტანეს. მეორე
ათწუთეული „სოხუმმა“ 23:13 მოიგო და დიდ შესვენებაზე 11-ქულიანი უპირატესობით გავიდა.

მატჩის ბედი მესამე პერიოდის მიწურულს გადაწყდა, როცა
სოხუმელთა უპირატესობამ 24 ქულას მიაღწია – 62:38. ამის შემდეგ სოხუმელებმა მოგებამდე
მისვლა იოლად მოახერხეს და მიმდინარე სუპერლიგაში მეორე გამარჯვება იზეიმეს.

სოხუმელთაგან საუკეთესო იყო ფილიპ მილერი: 23 ქულა,
7 მოხსნა, 7 პასი და 6 ჩჭრა. 19ქულით გამოირჩა ოთო ბულიავა. „მგზავრებში“ 16 ქულით
საუკეთესო იყო ბრენდონ პიტერსი, ხოლო 14 ქულა ბექა წივწივაძის ანგარიშზე დაგროვდა.

მეორე წრე დეკემბერში დაიწყება: 2 და 3 რიცხვში მატჩები
ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და თბილისში გაიმართება. 
მატჩისშემდგომი კომენტარები

ბუბა ბერიშვილი (მგზავრების მთავარი მწვრთნელი):

– ცუდად ვითამაშეთ. მეორე პერიოდში თამაში დავკარგეთ
და სიტუაცია ვეღარ გამოვასწორეთ. ეს ჩემი ბრალია და ამ წაგებაზე პასუხისმგებლობას საკუთარ
თავზე ვიღებ. სამუშაობ ბევრი გვაქვს და ვეცდებით, რომ სიტუაცია მომავალი მატჩისთვის
გამნოვასწოროთ. ჩვენი მომავალი მეტოქე „ბათუმია“ და ამ ძლიერ გუნდთან სათამაშოდ საფუძვლიანად
მოვემზადებით.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                           
ვაჟა კვარაცხელია (სოხუმის მწვრთნელი): 
– ეს თამაში აუცილებლად უნდა მოგვეგო, ამისთვის ჩვენ წინასწარ განვეწყეთ ფსიქოლოგიურად, ის დეპრესია რაც თავიდან დაგვემართა წაგებების სერიით, სწორედ დღეს უნდა დაგვეძლია. დიდი მადლობა გუნდს. ხარვეზებმა თავი ბოლოსკენ მაინც იჩინა, თუმცა მაინც მადლობელი ვარ. არ შემიძლია არ აღვნიშნო გიგა კვეტენაძის კარგი თამაში.