სოხუმის მორიგი გამარჯვება; მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

სოხუმის მორიგი გამარჯვება; მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

სუპერლიგის მეორე წრის მეორე ტურის მორიგ მატჩში, რომელიც
თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა, ერთმანეთს თსსუ და ,,სოხუმი“ დაუპირისპირდნენ.
 შეხვედრა სოხუმელეთა გამარჯვებით დასრულდა,
რომელმაც მეტოქეს  87:68 სძლია.

 მატჩის პირველი
ნახევარი გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, სადაც ,,სოხუმმა“ მცირე უპირატესობით,
34:30 იმარჯვა. მატჩის მეორე ნახევარში,,ზღვისპირელები“ გააქტიურდნენ, მეტოქეს შანსი
არ დატოვეს და სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს – მეოთხე მეოთხედის მე-3 წუთზე სოხუმელები წინ
61:48 გავიდნენ, ხოლო მატჩის დასრულებამდე 4:24 წამით ადრე, ანგარიშით 71:55 დაწინაურდნენ.
სამედიცინოს გუნდმა მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და მორიგი მარცხი განიცადა.  

,,სოხუმის“ შემადგენლობაში საუკეთესო ლაშა ფარღალავა
აღმოჩნდა, რომელსაც სამმაგ  დუბლამდე ერთადერთი
პასი დააკლდა – 28 ქულა, 13 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა.  ორმაგი დუბლი მიითვალეს აგრეთვე ლევან ფაცაციამ
(21 ქულა, 10მოხსნა) და ვახტანგ ქადარიამ(10 ქულა, 10 მოხსნა).

თსსუ-ს რიგებში ყველაზე მეტი, 18 ქულა აკაკი დვალიშვილმა
დააგროვა, ხოლო 13 ქულითა და ამდენივე მოხსნით ორმაგი დუბლი ნემანია ილიჩის ანგარიშზეა.
 
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თსსუ-სა და სოხუმის გუნდების მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს:
რიმვიდას სამულენასი (სოხუმის მწვრთნელი): მივულოცავ ჩვენს გუნდს გამარჯვებას და  აღვნიშნავ, რომ არ ყოფილი ისეთი იოლი მატჩი, როგორც ეს შესაძლოა რეზულტატიდან ჩანდეს. პირველ ტაიმში ორივე გუნდმა თანაბარი თამაში  ვაჩვენეთ. ჩვენ მხოლოდ მესამე მეოთხედში ვითამაშეთ კარგად, რამაც შესაძლებლობა მოგვცა დიდი სხვაობით დავწინაურებულიყავით.
კახა შენგელია( თსსუ-ს მწვრთნელი): პირველ ტაიმში ვიბრძოლეთ, თუმცა არ გვეყო იმის რესურსი, რომ ,,სოხუმი” დაგვემარცხებინა. შეგვეძლო მოგვევგო კიდეც ეს თამაში, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებულები არ ვიყავით. გუნდის ყველა მოთამაშეს ვაფასებ, თუმცა აღვნიშნავ, რომ არ გვყავს ცენტრისა და გამთამაშებლის სრულფასოვანი შემცვლელი. ნემანია ილიჩი 4 ნომერი, ხოლო აკაკი დვალიშვილმა დღეს ფეხის ტრავმა მიიღო . აკაკის ტრავმას, რა თქმა უნდა, არ დავაბრალებ დღევანდელ წაგებას, თუმცაღა ვფიქრობ რომ უფრო საინტერესო მატჩი იქნებოდა. ჩვენ არც ისეთი სუსტი გუნდი ვართ, რომ ნებისმიერ გუნდს უბრძოლველად დავნებდეთ და არც ისეთი ძლიერი, რომ ყველა გუნდი დავამარცხოთ. 
ლაშა ფარღალავა(სოხუმი): სამედიცინო არ არის  სუსტი გუნდი და მას შეუძლია აქვს  იმის პერპექტივა და რესურსი  ყველა გუნდის დაამარცხოს.  შესაძლებელი იყო ისიც, რომ ანგარიში პირიქით ყოფილიყო. მივულოცავ ჩემს გუნდა ამ გამარჯვებას და კიდევ უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ.
გიგა კვეტენაძე(თსსუ): ბევრი ბურთი დავკარგეთ. შეცდომები გქვონდა დაცვაშიც, რაც  ,,სოხუმმა” არ გვაპატია და დაგვამარაცხა.
სუპერლიგა
მეორე  წრის მეორე ტური
თსუ – ბათუმი 95:74 (მატჩის მიმოხილვა)
დინამო – არმია 66:83 (მატჩის მიმოხილვა)