სტატისტიკასუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა, 27-ე
ტური დღეს ქუთაისსა და ბათუმში დაიწყო. აჭარის დედაქალაქში სათამაშოდ „სოხუმი“ ჩავიდა
და დაძაბულ ბრძოლაში 83:77 იმარჯვა.
ორივე გუნდისთვის ჰაერივით საჭიროა ქულები, რათა რეგულარულის
დასრულების შემდეგ პლეი ოფს მიღმა დარჩენილი გუნდებისთვის დაიწყება საკვალიფიკაციო
მინი-ტურნირი და 4 გუნდი 2 წრედ შეხვდება ერთმანეთს. რეგულარულში დაგროვილი ქულები
გუნდებს საკვალიფიკაციოში გადაყვებათ და დამატებით გამართული 6 ტურის თავზე საბოლოოდ
გამოვლინდება ის 3 გუნდი, რომელიც სუპერლიგაში დარჩება და ცხადია, ისიც, რომელიც „ა
ლიგაში დაქვეითდება.
ყველაფერ ამის გათვალისწინებით ბათუმში გამართულ მატჩს
პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. აჭარული გუნდიც და „სოხუმიც“ პლეი ოფში ვერ გავიდნენ
და საკვალიფიკაციოში მოუწევთ სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლა. სოხუმელებმა
დღევანდელი გამარჯვებით საქამე წინ წაიგდეს და დამატებითი ქულა შეიმატეს.
„ბათუმი“, რომელიც მე-3 პერიოდში 19 ქულით ჩამორჩებოდა,
არ დანებდა და ბოლო წუთებზე ანგარიშიც გაათანაბრა – 73:73, თუმცა სოხუმელებმა გადამწყვეტ
ეპიზოდში იყოჩაღეს და გამარჯვებას დაეპატრონნენ.
სტუმრებს ამერიკელმა ლეგიონერმა დუეინ ლათანმა 28 ქულით
და 11 მოხსნით ულიდერა. ოთარ ბულიავამ სოხუმელებს 18 ქულა მიაშველა, ხოლო რაიან ვუდსონმაშეხვედრა
17 ქულითა და 11 მოხსნით დაასრულა. „ბათუმში“ 18 ქულით საუკეთესო იყო კახა ჯინჭარაძე,
17 ქულა მიითვალა ილია შემოსიუკმა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
დავით უსტიაშვილი (ბათუმის მთავარი მწვრთნელი): საერთო ჯამში დაძაბული თამაში გამოვიდა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. მოვახერხეთ დიდი სხვაობის აღმოფხვრა, ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და ბოლო წუთებზე გადაწყდა შეხვედრის ბედი. სამწუხაროდ არ გაგვიმართლა და დავმარცხდით. ახლა ყველა მატჩს ოქროს ფასი აქვს და შემდეგი თამაშისთვის მოვემზადებით.
ვაჟა კვარაცხელია (სოხუმის მწვრთნელი): ველოდებოდით რთულ და დაძაბულ თამაშს, გამარჯვება ორივე გუნდისათვის მნიშვნელოვანი იყო და ასეც მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ანგარიშით ჩამოვიტოვეთ უკან მასპინძელი გუნდი, მოახერხეს და 1 ქულამდე დაიყვანეს სხვაობა. თუმცა გამარჯვება საბოლოოდ მაინც ჩვენ დაგვრჩა. სოხუმი იბრძვის სუპერლიგაში ადგილისთვის, სოხუმის გარეშე ხომ წარმოუდგენელია სუპერლიგა!