თბილისის სპორტის
სასახლეში დასრულდა სუპერლიგის მესამე ტურის დასკვნითი მატჩი ,,სოხუმსა” და ,,დინამოს”
შორის , სადაც ზღვისპირელებმა 84:73 იმარჯვეს. შეხვედრა სოხუმელთა
უპირატესობით დაიწყო
  და პირველი ნახევარი მათივე
გამარჯვებით  44:29 დასრულდა.
  მესამე მეოთხედში დინამოელები გააქტიურდნენ, თუმცა  მოსაგებად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.  სოხუმელებს მეტოქესთვის მოგების შანსი არ დაუტოვებიათ.
 საბოლოოდ,
,,სოხუმმა”  ,,დინამო” სოლიდური სხვაობით
84:73 დაამარცხა.
    გამარჯვებულებს
28 ქულით ლაშა ფარღალავამ ულიდერა, რომელმაც 9 მოხსნა, 6 პასი  მიითვალა და ორმაგი დუბლამდე 1 მოხსნაღა დააკლდა.
ორმაგი დუბლი კი სოხუმელთა  რიგებში ერთბაშად
ორმა კალათბურთელმა შეასრულა: ლევან ფაცაციამ 27 ქულა, 10 მოხსნა და  5 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა, ხოლო ვახტანგ ქადარიამ
10 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა საკუთარ ანგარიშზე.
 ,,დინამოს”
შემადგენლობაში  იყო საუკეთესო გიორგი მარხვაშვილი,
რომელმაც საკუთარ გუნდს 13 ქულა შესძინა.