სტატისტიკა გალერეასუპერლიგის 26-ე ტური აუტსაიდერთა მატჩით დასრულდა.
ერთმანეთს პლეი ოფს მიღმა დარჩნილი და შესაბამისად, სუპერლიგაში დასარჩნად მებრძოლი
გუნდები – „ოლიმპი“ და „სოხუმი“ შეხვდნენ.
რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ პლეი ოფში
ვერგასული გუნდები ერთმანეთში კიდევ 2 წრეს ითამაშებენ, მაგრამ ახლა დაგროვილი ქულები
გუნდებს უნარჩუნდებათ და შესაბამისად, თითოეულ მოგებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. პირველი
ტაიმის წაგების შემდეგ სოხუმელებმა მობილიზება მოახერხეს და ჯერ მესამე, ხოლო შემდეგ
მეოთხე პერიოდების მოგებით საბოლოო გამარჯვება მოიპოვეს – 68:58.
სოხუმელებმა გუნდურად ითამაშეს. ასეთ მწირექულიან მატჩშ
ერთბაშად 5 სოხუმელი ასცდა 10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან ყველაზე შედეგიანები ოთარ
ბულიავა (17 ქულა) და დავით ბარბაქაძე (16) იყვნენ. ორმაგი დუბლი – 11 ქულა და 12 მოხსნა
დაგროვდა გიორგი ჯგერენაიას ანგარიშზე. „ოლიმპში“ 14-14 ქულით რევაზ როგავა და ტრე
ბურნეთი გამოირჩნენ.
ამ გამარჯვებით „სოხუმი“ მე-5 ადგილზე აღზევდა. შენდეგ
მოდიან 1 ქულით ნაკლების მქონე „ბათუმი“ და მგზავრები“, ხოლო „ოლიმპი“ ბოლო ადგილზე
დაქვეითდა. სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა – 27-ე ტური – 21 და 22 აპრილს
საქართელოს 4 ქალაქში – ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და თბილისში გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ვაჟა კვარაცხელია (სოხუმის მწვრთნელი):
„ჩვენ ოთხეულს მიღმა დავრჩით და დასაკარგავი აღარაფერი
გვაქვს. წინ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლები ეგრედ წოდებულ პლეი-აუტში, სადაც ალბათ უფრო
დაძაბული მატჩები იქნება. წელს ყველა გუნდი თითქმის თანაბარი ძალისაა და შესაბამისად,
დარჩენილ შეხვედრებშიც დიდი ბრძლები გველოდება“.
ლეონიდ ივატინი (ოლიმპის მთავარი მწვრთნელი):
„დაცვაში თამაში ჩაგვივარდა, მეტოქემ კი პირიქით, სწორედ
დაცვაში გაისარჯა დამაჯერებლად. ჩვენს შემტევებს, რომლებსაც ბურთის ჩაგდება მართბდათ,
ვერ ჩააგდეს და საბოლოოდ დავმარცხდით. სეზონი ჯერ არ დამთავრებულა და წინ პრინციპული
მატჩები გველის“.