სუპერლიგის
2011-12 წლების სეზონის პირველი ტურის მესამე
შეხვედრაში ერთმანეთს ,,სოხუმი” და
,,რუსთავი” დაუპირისპირდნენ. სოხუმელებმა ქვემოქართლელები ძალზე იოლად დაამარცხეს,
მეტოქეს ყველა მეოთხედი მოუგეს და მატჩში დიდი სხვაობით 108:62 იმარჯვეს.
სოხუმელთაგან საუკეთესო გახლდათ კლუბის ახალწვეული, ამერიკელი ბრენდონ გაი,
რომელმაც 31 ქულთა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ორმაგი დუბლი მიითვალეს ასევე ლაშა
ფარღალავამ და სერგო ათუაშვილმა. ლაშას ანგარიშზე 19 ქულა და 10 პასია, ხოლო სერგომ 11 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა.
რაც შეეხება რუსთაველებს, მათ რიგებში ლევან ხმელიძე
გამოირჩა, რომელმაც საკუთარ გუნდს 19 ქულა შესძინა.
შეგახსენებთ, რომ
დღის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს თსუ და სპორტის
სამინისტროს გუნდი ,,ოლიმპი” შეხვდებიან. მატჩი 18 საათზე დაიწყება.