სოხუმმა შსს- სძლია, არმიამ – რუსთავს

სოხუმმა შსს- სძლია, არმიამ – რუსთავს

დაძაბული გამოდგა სუპერლიგის მე-8 ტურის ცენტრალური
შეხვედრა, სადაც ერთმანეთს შინაგან  საქმეთა
სამინისტრო და ,,სოხუმი” დაუპირისპირდნენ. მატჩი შსს- უპირატესობით დაიწყო – 6:0, თუმცა
საწყისი ათწუთეულის შუაწელში წინ სოხუმელები გავიდნე ნ-11:6. 

დარჩენილ პერიოდში ,,სოხუმი“
გააქტიურდა და 21:15 დაწინაურდა, ამ ანგარიშითვე დასრულდა შეხვედრის პირველი მეოთხედი. მეორე პერიოდში ,,ძალოვნები” გააქტიურდნენ, მეტოქეს
დაეწივნენ და ქულით გავიდნენ წინ – 26:25. კიდევ უფრო საინტერესო
და   დაძაბული გამოდგა მესამე მეოთხედი, რომლის საწყისს წუთებშიც კვლავ ფრე – 50:50 დაფიქსირდა. ამის შემდეგ შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით
წარიმართა, სადაც მცირე უპირატესობას შსს ფლობდა – 62:56. თუმცა  სოხუმელები მეტოქეს არ ჩამორჩნენ და აღნიშნული ათწუთეულის
დასრულებამდე 3:13 წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრეს – 64:64.  გუნდებს შორის უშეღავათო ბრძოლა გაიმართა, მესამე
პერიოდი კი შსს-ს 1-ქულიანი უპირატესობით 72:71 დასრულდა.  სოხუმელებმა მეტოქეს არ დაუთმეს და 
ფრე დააფიქსირეს – 28:28. ამის შემდეგ მატჩი კიდევ უფრო საინტერესო გახდა, თამაში
ქულა-ქულაში წავიდა: მეოთხედის დასრულებამდე 4:35 წუთით ადრე შსს – 36:30  დაწინაურდა, ხოლო ტაიმის დასრულებამდე 2:34 წუთი
ადრე დამაჯერებლად გავიდნენ წინ –  42:34. ,,ზღვისპირელებმა” მეტოქეს არ დაუთმეს  და პერიოდის
ამოწურვამდე 48 წამით ადრე სხვაობა 4-ქულამდე შეამცირეს  – 40:44.

 ბოლო დასკვნითი პერიოდში სიტუაცია კიდევ უფრო  დაიძაბა და ემოციური გახდა. სოხუმელებმა ჯერ გაათანაბრეს
-74:74, შემდგომ კი ძალიან შემტევი და მძლავრი თამაშის  წყალობით სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს –
85:74. მეოთხედის დასრულებამდე 1:33 ადრე  80:91  შსს-მ სხვაობა შეამცირა, მაგრამ დარჩენილ
დროში ვერაფერს გახდა და  82:93 დამარცხდა.

,,სოხუმს“ 35 ქულით
ლევან ფაცაიამ ულიდერა, რომელმაც 35 ქულა დააგროვა და მატჩის ბომბარდირი გახდა, ორმაგი
დუბლი მიითვალა ვახტანგ ქადარიამ, რომელმაც 12 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა. შსს-ს მხრიდან
კი 24 ქულა რობო კრეპსის ანგარიშზეა.

ცენტრალური მატჩის
შემდეგ სუპერლიგის მე-8 ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში, ,,არმიამ“ ,,რუსთავს“ უმასპინძლა
და როგორც მოსალოდნელი იყო მეტოქეს დიდი სხვაობით 81:49 სძლია. შეხვედრის პირველ
ნახევარში ქვემოქართლელები მეტოქეს ღირსეულად ებრძოლებოდნენ, თუმცა მეორე ნახევარში
,,არმიამ’ მეტოქეს ყოველგვარი შანსი დაუკარგა და იოლად იმარჯვა. მასპინძელთა რიგებში
საუკეთესო ზვიად ბაბიაშვილი იყო, რომელმაც 17 ქულა მიითვალა, ხოლო რუსთაველებს 14 ქულა
გელა კოპალიანმა შესძინა. 

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის მე-8 ტურის დასკვნით მატჩში სტუდენტური დერბი შედგება: თბილისის
სახლემწიფო უნივერსიტეტი ტექნიკური უნივერსიტეტს დაუპირისპირდება.

შსს- სოხუმი

არმია – რუსთავი