სოხუმმა სტუ დიდი სხვაობით დაამარცხა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სოხუმმა სტუ დიდი სხვაობით დაამარცხა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

დასრულდა სუპერლიგის რეგულარული სეზონი, რომლის დასკვნით
მატჩში შედგა  ,,სოხუმისა“ და სტუ-ს დაპირისპირება.

მატჩში სოხუმელებმა იმარჯვეს, რომლებმაც მეტოქე დიდი ანგარიშით, 93:54 დაამარცხეს. ,,ზღვისპირელებმა“ თავიდანვე სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და ტაიმის ბოლოს 43:28
გავიდნენ წინ. სტუ-მ ვერც მატჩის მეორე ნახევარში შეძლო მეტოქისთვის წინააღმდეგობის
გაწევა. სოხუმლებმა პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარეს და ,,ტექნიკოსებს“ შანსიც არ დაუტოვეს.გამარჯვეულებს
28 ქულით ლაშა ფარღალავამ ულიდერა, ხოლო 17 ქულითა და ამდენივე მოხნით ორმაგი დუბლი
სერგო ათუაშვილმა შეასრულა. სამმაგი დუბლი მიითვალა ლევან ფაცაციამ, რომლის ანგარიშზეც
10 ქულა, 17 მოხსნა და 13 შედეგიანი გადაცემაა. სტუს-ს გუნდში  კი ყველაზე მეტი 17 ქულა ზვიად ანთაძემ დააგროვა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციას სოხუმის მთვარი მწვრთნელი
ვაჟა კვარაცხელია და სტუ-ს მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გია ტეტელაშვილი დაესწრენენ,
რომლებმაც შემდეგი კომენტარები გააკეთეს.

ვაჟა კვარაცხელია
(სოხუმის მწვრთნელი): სტუ ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ ბევრად მაღალი დონის და
გამოცდილი მოთამაშეებით ვართ დაკომპლექტებულნი, ამიტომაც ჩვენი გამარჯვება სრულიად
ლოგიკური იყო. რაც შეეხება პლეიოფს, მსურდა თსუ-ს მოეგო ,,დინამოსთვის“ და შარშანდელის
მსგავსად კვლავ შსს აკადემიას შევხვედროდით. შანსებს 50/50 შევაფასებდი, მაგრამ იმედია
ისტორია განმეორდება და გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. ახალ ლეგიონერებთან დაკავშირებით
კი იმის თქმა შემიძლია, რომ ისინი გუნდს უახლოეს
პერიოდში შემოუერთდებიან. ახალწვეულები უკვე თბილისში არიან და ორშაბათს გაივლიან სამედიცინო
შემოწმებას. ერთი-ერთი ლეგიონერია 211 სანტიმეტრი სიმაღლის ნევან მილოშევიჩი, რომელიც
ჯერ ესპანეთის ლიგაში ასპარეზობდა, შემდეგ კი –  რუსეთში. მეორე კი უკანახაზელი ამერიკელი ჯეკსონი
გახლავთ, რომელიც მალტის მოქალაქეა. ვფიქრობ, ეს მოთამაშეც ძალიან წაადგება ჩვენს გუნდს,
ვინაიდან უკანახაზის გაძლიერება განსაკუთრებით გვჭირდებოდა. სოხუმის გუნდში უკვე ყველაფერი დალაგდა
და  კლუბის ხელმძღვანლობა ყველანაირ პირობას გვიქმნის.

 გია ტეტელაშვილი (სტუ-ს მთვარი
მწვრთნელის ასისიტენტი): სტუ პირველ წრეში ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე მეორეში,
რაც იმან განაპირობა რომ რამდენიმე მოთამაშე მოგვაკლდა. შემდგომ კი გარკვეული პრობლემები
შეიქმნა გუნდში. სიცივის გამო გუნდი სრულფასოვნად ვერ ვარჯიშობდა და ეს ყველაფერი კლუბზე
ცუდად აისახა. სოხუმს ჩვენზე გაცილებით გამოცდილი კალათბურთელები ჰყავს და შედეგიც
სახეზეა. დღევანდელ მატჩზე ჩვენს გუნდს არანაირი მოტივაცია არ ჰქონდა და წაგება ან
მოგება არაფერს უწყვეტავდა. ამასთან ტრავმის გამო გუნდს აკლდა ორი მოთამაშე – ლუკა
ნოზაძე და ზურაბ მაჩალაძე და  ამ ყველაფერმა
საბოლოოდ ჩვენი ასეთი მარცხი განაპიობა. მიუხედავად ამისა, ბიჭების მადლობელი ვარ,
რადგან მათ რაც შეეძლოთ  გააკეთეს. ჩვენი გუნდის ძირითადი მიზანი იყო 8 უძლიერს
გუნდში,  პლეიოფში მოვხვედრილიყავით მაგრამ
სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ.  ჩვენ ვერ შევედრებით
არმიის, ოლიმპის, სოხუმისა და შსს-ს  გუნდებს. ჩვენი გუნდი ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული
და მის ძირითად ბირთვს სტუდენტები შეადგენენ. 
თსუ-სა და სამედიცინოს გუნდებისგან განსხვავებით ჩვენ სხვა მოწვეული კალათბურთელებიც
არა გვყავს. მინდა აქვე ვისარგებლო შემთხვევით და ,,სოხუმის“ კლუბის პრეზიდენტს მინდია
გულუას დიდი მადლობა გადავუხადო, ვინაიდან შეიქმნა ძალიან კარგი გუნდი, რომელიც იბრძვის
დიდი მიზნებისთვის.

ირაკლი ჩლაიძე: დღევანდელი გამარჯვება განაპირობა ჩვენმა გუნდურმა თამაშმა და ხისტმა დაცვამ. დარწმუნებული
ვარ, რომ დღითიდღე მოვუმატებთ, პლეიოფში ჩვენს სათქმელს აუცილებლად ვიტყვით  და დავამტკიცებთ რომ ბევრად უკეთესად შეგვიძლია თამაში
როგორც დაცვაში, ასევე თვდასხმაში.

ლუკა ჭოხონელიძე: წავაგეთ გუნდთან რომელიც ჩვენზე გაცილებით ძლიერია. არანაირი მოტივაცია არ ჰქონდა ჩვენს
გუნდს. პირველ წრეში ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებდით და ჩვენი სათქმელიც ვთქვით, თუმცა
მეორე წრეში გუნდი აირია და დღევანდელ მატჩს აზრი დაეკარგა.  სოხუმის
გუნდს პლეიოფში წარმატებას ვუსურვებ. 

სუპერლიგა
მეორე წრე მე-11 ტური
ქუთაისი – ბათუმი 86:67 ( მატჩის მიმოხილვა)
შსს აკადემია – რუსთავი  109:66 (მატჩის მიმოხილვა)
არმია – ოლიმპი 78:66   (მატჩის მიმოხილვა)
თსუ – დინამო 98:95 (მატჩის მიმოხილვა)