საკალათბურთო „ა“ ლიგის შესარჩევი
ეტაპი იწყება.
ტურნირში მონაწილეობას 11 გუნდი მიიღებს,
რომლებიც „ა“
ლიგის 6 საგზურისთვის იბრძოლებენ.
შესარჩევ
ტურნირში შემდეგი
გუნდები ითამაშებენ:
თსუ, არენა 76, კაკტუსი, წყალტუბო, მარნეული, სეუ-ჰიუნდაი, კრისტალი, გაბლ (სამოყვარულო ლიგის გუნდი), აკადემია, ნიკეა, გორის „დილა“.
კენჭისყრის შედეგად 11 გუნდი 3 ჯგუფში
გადანაწილდა. ჩატარდება
1 წრე, რის
შემდეგაც თითოეული
ჯგუფის 2 საუკეთესო
გუნდი მეოთხედფინალში გავა.
მეოთხედფინალის დარჩენილ 2 საგზურს ჯგუფების
მესამეადგილოსნები და
1 საუკეთესო მეოთხეადგილოსანი საკვალიფიკაციო მატჩში
გაითამაშებენ.
მეოთხედფინალის გამარჯვებული 4 გუნდი „ა“
ლიგის საგზურს
მიიღებს. დარჩენილი
2 ადგილისთვის კი
მეოთხედფინალში დამარცხებული გუნდები საკვალიფიკაციო მატჩებში იბრძოლებენ.
საკალათბურთო
,,ა’’ ლიგის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრა დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში
ჩატარდა და მას ყველა მონაწილე გუნდის წარმომადგენლები დაესწრნენ.