სპორტის სასახლეში პლეი ოფი გრძელდება

სპორტის სასახლეში პლეი ოფი გრძელდება

სულ რამდენიმე წუთში თბილისის სპორტის სასახლეში სუპერლიგის მეოთხედფინალური სერიის მორიგი მატჩი გაიმართება სოხუმსა და შსს აკადემიას შორის. გთავაზობთ მატჩის წინ მწვრთნელების მიერ გაკეთებულ კომენტარებს:
 
ვაჟა კვარაცხელია (“სოხუმის” მთავარი მწვრთნელი): ამ თამაშის ფავორიტად დღესაც შსს აკადემიას მივიჩნევ. მიუხედევად ამისა, ყველაფერს ვეცდებით ვიბრძოლოთ და გამარჯვება მოვიპოვოთ. პლეი აუტისთვის კი ეს მოსამზადებელი მატჩი იქნება. 
კოტე ტუღუში (შსს აკადემიის მთავარი მწვრთნელი): ძალიან რთული მატჩი გველოდება, მართალია სერიაში დავწინაურდით, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. იმედია სერიაში გამარჯვებას მოვიპოვებთ, დავლაგდებით და შემდეგ ეტაპისთვის უფრო შედეგიანი  გუნდი ვიქნებით.