სტუ-დენტურ დერბიში სამედიცინომ იმარჯვა

სტუ-დენტურ დერბიში სამედიცინომ იმარჯვა

სუპერლიგის მორიგი ტურის
ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს სტუ და  თსსუ
დაუპირისპირდნენ. სტუდენტურ დერბიში სამედიცინომ 93:76 იმარჯვა. შეხვედრა ძალიან დაძაბული
და საინტერესო აღმოჩნდა. 

პირველ ტაიმში გუნდებს შორის  თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, თუმცა მეორე ნახევარში
,,სამედიცინომ” ძალიან დამაჯერებლად ითამაშა და შეხვედრა მოგებით დაასრულა. ,,მედიკოსთა”
რიგებში საუკეთესო 25  ქულით მიხეილ ჭოჭუა გახლდათ,
ხოლო ორმაგი დუბლი  ერთბაშად ორმა კალათბურთელმა
მიითვალა. აკაკი დვალიშვილმა 16 ქულა და ამდენივე მოხსნა მოაგროვა, ხოლო ჯეფ როჯერსის
ანგარიშზე 19 ქულა და 13 მოხსნაა. რაც შეეხება სტუ-ს, მის შემადგენლობაში 34 ქულით
საუკეთესო ბექა ჩიკვილაძე იყო.