სტუ–დენტური დერბი თსუ–მ მოიგო

სტუ–დენტური დერბი თსუ–მ მოიგო

სტუდენტური დერბი სახელმწიფო და ტექნიკურ
უნივერსიტეტებს შორის საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ფავორიტად თსუ
მიიჩნეოდა, მაგრამ სტუ–ს სასახელოდ უნდა ითქვქას, რომ შეხვედრამ ბოლომდე
შეინარჩუნა ინტერესი. საბოლოოდ კი მაინც თსუ–მ იმარჯვა.

თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე
ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს (81:84), რაც
მატჩის უკიდურესად დაძაბვის მიზეზი გახდა. ტექნიკოსები მეტოქეს მაშინაც კი არ
შეეპუვნენ, როცა მესამე მეოთხედშიანგარიშში სხვაობამ 14 ქულას მიაღწია. ის კი არა,
ბოლო მეოთხედშიც 10 ქულაზე მეტით იგებდა თსუ, მაგრამ ზურაბ ტომარაძის დარიგებულმა
ტექნიკოსებმა უდიდესი მონდომების ხარჯზე მატჩის მოგების შანსი ბოლო წუთებამდე
შეინარჩუნეს.

თსუ–ს იმ 2 ტრავმირებულის გარდა, რომელიც
ქორქია–საკანდელიძის მემორიალსა და თასის გათამაშებაში აკლდნენ (მიხეილ ფანჩულიძე,
გიორგი მარხვაშვილი), სტუ–სთან შალვა კოხრეიძეც მოისაკლისეს. ნუგზარ ჭეიშვილის
გუნდს უჭირდა სტუ–ელთა პერიოდულად აფეთქების შეჩერება და ამიტომაც იყო, რომ
ტექნიკოსები 10–12–ქულიან ჩამორჩენას ძალიან სწრაფად აბათილებდნენ. შემდეგ თსუ–ს
ისევ უხდებოდა მოპოვებული ლიდერობის განმტკიცება.

საბოლოოდ ყველაფერი ცხრილში შედარებით
დაწინაურებული თსუ–ს სასარგებლოდ დასრულდა. ბოლო წუთებზე მიხეილ ბერიშვილმა საჭირო
სამქულიანები მიითვალა, მთელი მატჩის განმავლობაში მებრძოლმა რიჩარდ მათიაშვილმა
გადამწყვეტ მომენტშიც იყოჩაღა და თსუ–მ დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა.

სუპერლიგის ბომბარდირმა ბექა ჩიკვილაძემ
კვლავ გამოავლინა მექულეობის ალღო. მან 34 ქულა მიითვალა, რასაც ვასილ ბერუაშვილმა

მატჩის სტატისტიკა: http://superleague.ge/results.php?gameid=335