საინტერესო გამოდგა სუპერლიგის მიმდინარე სეზონის პირველი
წრის ბოლო დასკვნით ტურის შეხვედრა სტუ-სა და ,,სოხუმს” შორის, რომელსაც ტრადიციულად
თბილისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო გამოდგა და მოულოდნელად
ტექნიკოსთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა – 94:74.
განსაკუთრებით
საინტერესო აღმოჩნდა შეხვედრის პირველი ნახევარი, რომელიც ქულა-ქულაში წავიდა და საბოლოოდ
ტექნიკოსთა მინიმალური უპირატესობით დასრულდა – 36:35. დრამატული გამოდგა მესამე მეოთხედიც, თუმცა ათწუთეულის
მიწურულს ,,სტუდენტები” გააქტიურდნენ და შედეგიანი
თამაშის წყალობით და 4 ქულის სხვაობით, 60:56 გავიდნენ
წინ.
დასკვნითი მეოთხე მეოთხედი სტუ-ს სასარგებლოდ დაიწყო,რომელთა
პეროდის მე-4 წუთზე სოლიდურ უპირატესობას მიაღწიეს – 66:56. მიუხედავად იმისა, რომ სოხუმელებმა სხვაობა 5 ქულამდე
შეამცირეს – 63:68, ტექნიკურმა უნივერსიტეტის გუნდმა მეტოქეს წინ გასვლის საშუალება არ მისცა და სოხუმი კვლავ მდევრის როლში დატოვა.
მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე სტუ-მ მეტოქეს შანსი არ დუტოვა და შედეგიანი და შემტევი თამაშის
წყალობით შეხვედრის დასრულებამდე 2:11 წუთით ადრე წინ – 83:68 გაიქცა. აღსანიშნავია, რომ ,,სოხუმის” შემადგენლობაში ტრავმის
გამო არ უთამაშია ლაშა ფარრალავას, რომელიც
გუნდათან ერთად ვარჯიშის დროს დაშავდა.
რაც შეეხება
მატჩს, მისი ბედი მეოთხედის მიწურულს საბოლოო გაირკვა: შეხვედრის დასრულებამდე
1:19 წუთით ადრე გაირკვა, სტუ-მ 20-ქულიან
უპირატესობას უწია და ზედიზედ მეორე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
სოხუმელთა რიგებში
ორმაგი დუბლით საუკეთესო ლევან ფაცაციამ აღმოჩნდა,
რომელმაც 28 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა, ხოლო ,,ტექნიკოსებს” 23 ქულით ზვიად ანთაძემ
ულიდერა. 16 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი კი ვასილ ბერუაშვილმა შეასრულა.
შეგახსენებთ,
რომ სუპერლიგის მიმდინარე სეზონის პირველი წრე დღეს სრულდება. ბოლო, მე-11 ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს
,,დინამო” თსუ დაუპირისპირდებიან.