გუშინ რუსთავში დაწყებული სუპერლიგის მე-10 ტური დღეს თბილისის სპორტის სასახლეში გრძელდება. დასრულდა
დღის პირველი მატჩი, სადაც ერთმანეთს ტექნიკური უნივერსიტეტისა და დინამო გუნდები დაუპირისპირისპირდნენ.
მატჩი ძალიან საინტერესო გამოდგა, სადაც სტუ-მ
დამაჯერებლად, 97:81 იმარჯვა.
თვდაპირველად შეხვედრა ,,დინამოს” უპირატესობით დაიწყო,
,,ტექნიკოსებმა” საწყისი წუთები არცთუ კარგად
დაიწყეს და პირველი 2 ქულიანი მხოლოდ მატჩის
მე-6 წუთზე მიითვალეს(2:6). თუმცაღა მეორე
მეოთხედში ძალიან გააქტიურდნენ, სულ სხვაგვარად ათაშდნენ და დიდ შესვენებაზე 11-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ
–
47:36.
მესამე მეოთხედი
კვლავ ,,ტექნიკოსთა” უპირატესობით დაიწყო, პერიოდის შუაწელში სტუ-ს სათადარიგოთა სკამმა ტექნიკური ჯარიმა მიიღო
და გუნდებს შორის სხვაობა 6 ქულამდე შემცირდა – 56:51. მესამე მეოეთხედის დასრულებამდე
3:15 წუთით ადრე დინამოელთა იაქტუურეს და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს – 58:57. ,,სტუდენტებმა” მოახერხეს მობილიზება და და საბოლოოდ
მესამე მეოთხედი მოგებით (64:59) დაასრულეს.
დასკვნითი პერიოდი განსაკუთრებით დაძაბული და ემოციური
გამოდგა, დასკვნითი ათწუთეული გუნდების გარდამავალი
უპირატესობით დაიწყო, სადაც ,,ტექნიკოსები”
მცირე უპირატესობას ფლობდნენ. აღნიშნული მეოთხედის შუაწელში სტუ კვლავ გააქტიურდა
და წინ 76:69 გავიდა. დარჩენილ დროში სტუ-მ საბოლოოდ გატეხა მეტოქე და მატჩის დასრულებამდე
2:15 წამთ ადრე 13 ქულით დაწინაურდა – 85:72.
,,დინამომ” ვერ ფიზიკურად და ვერც ფსიქოლოგიურად ვერ შეძლო თამაშზზე მობილიზების მოხდენა და მარცხი
განიცადა.
გამარჯვებულებს
ულიდერა ზვიად ანთაძემ, რომელმაც 27 ქულა მიითვალა,ხოლო ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა
მოთამაშემ მიითვალა:ვასილ ბერუაშვილმა (11ქ.13მ) და ზურაბ მაჩალაძემ(17ქ.16მ).
რაც შეეხება
დინამოს გუნდს, მის შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ამერიკელმა ლეგიონერებმა შეასრულეს:
დეივ ნოელმა 29 ქულა და 11 მოხსნა, ხოლო ქიენ კარტერმა 25 ქულა და 19 მოხსნა დააგროვა.