სტუ-ს პირველი გამარჯვება (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სტუ-ს პირველი გამარჯვება (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

დღევანდელი ტურის ბოლო შეხვედრაც საკმაოდ დაძაბული გამოდგა.
სტუდენტურ დერბიში სამედიცინო და ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდები ხვდებოდნენ.

 ამ გუნდებს
პლეი ოფში გასვლის შანსი დაკარგული აქვთ და გასარკვევი ის აქვთ, თუ რომელი დააღწევს
თავს ბოლო ადგილს.

ტექნიკოსებს ამ მატჩამდე მოგება არ ჰქონდათ. ამ გუნდების
პირველი წრის მატჩი მედიკოსებმა მოიგეს. ამასთან ერთად თსსუ-ს თსუ-ც ჰყავს დამარცხებული
და ამ შეხვედრაშიც რომ ემარჯვა, თსუ-ს ბოლო ადგილისთვის გაწირავდა. ტექნიკური უნივერსიტეტის
გუნდმა მოინდომა და მიუხედავად იმისა, რომ მეორე მეოთხედში მოპოვებული 19-ქულიანი ლიდერობა
ბოლო წუთებზე დათმო, საბოლოოდ მაინც გაიმარჯვა.

 პირველი ტაიმის შემდეგ სტუ 15 ქულით იგებდა, თუმცა მესამე
მეოთხედიდან რომ დაიწყო, მედიკოსმა ზურაბ მაისურაძემ სამქულიანების ჩაყრა დაიწყო. საბოლოოდ
მაისურაზემ 8 სამიანი მიითვალა და ჯამში 31 ქულა დააგროვა. მისი ერთ-ერთი ტყორცნის
შემდეგ, საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე თსსუ 78:77 დაწინაურდა. ამ დროს თამაში საკუთარ
თავზე გიორგი პირველაშვილმა აიღო, რომელსაც მხარი თანაგუნდელებმაც აუბეს და საბოლოოდ
სტუ გამარჯვებამდე მივიდა – 90:86.

 ტექნიკოსებს 21 ქულით და 12 მოხსნით პირველაშვილმა ულიდერა,
გიგა კვეტენაძემ 16 ქულა მიითვალა, ვაჟა ჯანაშიას ანგარიშზე კი 13 ქულა დაგროვდა. ტურის
ბომბარდირი გახდა თსსუ-ელი ზურა მაისურაძე, რომელმაც 31 ქულა მიითვალა, 18 დაუგროვდა
ლევან რევაზაშვილს, ხოლო გიორგი გაფრინდაშვილმა პირად ანგარიშზე 17 ქულა და 7 პასი
ჩაიწერა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
გია ტეტელაშვილი (სტუ):  ეს იყო სტუდენტური დერბი, სადაც ერთმანეთ თითქმის
თანაბარი გუნდები  დავუპირისპირდით. მართალია,
ეს მოგება ბევრს არაფერს გვიწყვეტს ცხრილში, მაგრამ ამ ბიჭების გამარჯვება (მთლიანი
შემადგენლობა გვყავდა) დასამახსოვრებელია და მივულოცავ პირველ გამარჯვებას.

თენგიზ ფიცხელაური
(თსსუ): ვფიქრობ თსუ-სთან გამარჯვების მოპოვების შემდეგ დღეს
ბიჭები ზედმეტად თავდაჯერებულნი გამოვიდნენ მოედანზე და ეს შედეგზეც აისახა.  ჩვენი წაგება ფარზე  ცუდად ასპარეზობამაც განაპირობა.

ირაკლი ძიძიგური
(სტუ): ენთუზიაზმის და მონდომების ხარჯზე გავიმარჯვეთ. დაგვეხმარა
ასევე გამოცდილებს ფაქტორი. იმედია, რომ პირობები გაუმჯობესდება უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე
გუნდებისთვის. სამედიცინომ კარგად ითამაშა და გამიხარდა, რომ ასეთი ბრძოლა შედგა. კარგია,
რომ 1 თამაში მაინც  მოვიგეთ, ეს ფსიქოლოგიურად
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის.

ილია შიოლაშვილი
(თსსუ): მივულოცავ სტუ-ს გუნდს გამარჯვებას, რაც შეგვეხება
ჩვენ, ძალიან ცუდად ვითამაშეთ დაცვაში და  წავაგეთ
ფარი. შედეგად ჩვენმა გუნდმა მარცხი განიცადა. 
სტუ-თსსუ 90:86 

თსუ – სოხუმი  71:76
ოლიმპი – რუსთავი  84:72 
შსს აკადემია – ქუთაისი 72:64
დინამო – არმია  74:69