სტუდენტურ დერბიში თსუ-მ იმარჯვა; მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

სტუდენტურ დერბიში თსუ-მ იმარჯვა; მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

 სუპერლიგის მე-8 ტურის მორიგ მატჩი ერთმნეთს სტუ და  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდნენ.

სტუდენტური დერბი თსუ-ს გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც მეტოქე დამაჯერებლად,
100:77 დაამარცხა. შეხვედრის  პირველი პერიოდი
თსუ-ს სასარგებლოდ წარიმართა, რომელმაც მოპოვებული უპირატესობა მეორე მეოთხედშიც შეინარჩუნდა
და ტაიმშის ბოლოს 50:44 დაწინაურდა. მესამე პერიოდში თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტმა
,,ტექნიკოსებს“ შანსი არ დაუტოვა და 75:53 გავიდა 
წინ. დასკვნით მეოთხედში კი სტუ-მ  მეტოქესთან
ვერაფერს გახდა და შეხვედრა მარცხით დაასრულა.

თსუ-ს გუნდს თორნიკე ნინიაშვილმა ულიდერა, რომელმაც
27 ქულა, 10 მოხსნა მიითვალა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა, ხოლო ტექნიკურ უნივერსიეტეტს
19 ქულა ზვიად ანთაძემ შესძინა.

 მატჩისშემდგომ
პრესკონფერენციაზე სტუ-სა და სტუ-ს  მწვრთნელებისა
და მოთამაშეების მხრიდან შემდეგი კომენტარები გაკეთდა.

 ნუგზარ ჭეიშვილი (თსუ-ს მწვრთნელი): მოხარული
ვარ, რომ როგორც იქნა გავიმარჯვეთ და ჩვენს სასარგებლოდ დავასრულეთ დღევანდელი მატჩი.
მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში სხვაობა დიდია, დაძაბულობა ნამდვილად იყო. მაშინაც,
კი როდესაც 30 ქულას ვიგებდით და ჩამორჩენა 15 ქულამდე შემცირდა. ჩვენი მიზანი ისეთი
სხვაობის დაფიქსირება იყო , რომელიც წარმატებამდე მიგვიყვანდა. ამ მატჩისთვის დიდი
ხანს ვემზადებოდით, ვინაიდან ეს შეხვედრა ბევრს ნიშნავდა ჩვენთვის. ბიჭების სასახელოდ
უნდა ითქვას, რომ მათ დღეს მაქსიმუმი გაიღეს და მიზანსაც მიაღწიეს.

 ზურაბ ტომარაძე
(სტუ-ს მწვრთნელი): თსუ ჩამოყალიბებული გუნდია, რომელიც წლების განმავლობაში გამოირჩეოდა
თავის განსხავავებული თამაშის მანერით. არსებობენ გუნდები, რომელთა სიძლიერეც მოთამაშეთა
დამსახურებაა, მაგრამ ამ შემთხევავში ვფიქრობ ამაში დიდი წვლილი მწვრთნელს მიუძღვის.
ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ შეგვეჩერებინა ეს გუნდი და მათი სწრაფი გარღვევები. დიდი
აქცენტი გვქონდა გაკეთებული ნინიაშვილზე, თუმცა ეს თეორიები მოედანზე ვერ გადავიტანეთ
და პრაქტიკულად სრული ფასკო განვიცადეთ.   წინა ორმა  მატჩმა მომცა იმედი, რომ  დღეს გუნდი ბრძოლისუნარიანი იქნებოდა, მაგრამ შევცდი.
 გუნდ არ აქვს პლეიოფის გამოცდილება. სტუში
არ გავქვს ფინასური პრობლემები და ხელმძღვანელობა თავის დაპირებებს პირნათლად ასრუებს.
ეს წაგება პირველ  რიგში არის ჩემი ბრალი და
შემდეგ მოთამაშეების. ძალიან მოულოდნელი იყო მაჩალაძის ფეხის ტრავმა პირველივე წუთებზე. რამდენიმე
მოთამაშეს მიკროტრავმა აქვს, ზოგსაც ვარჯიში გაუცდა. თუმცა, როცა სტუდენტური დერბია,  ყველაფერი უკანა პლანზე უნდა გადავიდეს. მე
დღეს ვერ დავინახე ჩვენი მოთამაშების ბრძოლისუნარიანობა და სულისკვეთება. რაც ყველაზე
მთავარია, ვერ მოვახერხეთ ამ მატჩისთვის ფსიქოლოგიური მომზადება. ჩვენი მიზანი არი
სტუდენტური კალათბურთის აღზევება. ჩვენ ვერ შევეჯიბრებით ,,არმიას“, ,,ოლიმპს“ ან მათი
დონის სხვა გუნდებს. ჩვენ ჩვენი მისია გავქვს, რასაც ახალგაზრდა მოთამაშეებს ტალანტის
აღმოჩენა და მათის გზის გაკაფვა ჰქვია.

ვახტანგ ჩქარეული:  ეს გამარჯვება
ჰაერივით სჭირდებოდა ჩვენს გუნდს. სტუ ჩვენი უშუალო კონკურენტია და ამიტომ ბიჭებს მოტივაცია
არ გვაკლდა. თავიდანვე მოედანზე საბრძოლველად გამოვედით და ვიცოდით, რომ   სასტვენიდან
სასტვენამდე უნდა გვებრძოლა. მატჩის სადავეები პირველ პერიოდშივე  ჩვენს ხელში იყო, თუმცა მეორე პეროდში ყურადღება
მოვადუნეთ, რითაც სტუ-სკალათბურთელებმა ისარგებლეს. მიუხედავად ამისა, მესამე და მეოთხე
პერიოდებში მწვრთნელის მითითებები მაქსიმალურად შევასრულეთ და საბოლოოდ დიდ ანგარიშითაც
გავიმარჯვეთ.

 ვატო თევზაძე:  ჩვენი თამაში ნამდვილი კატასტროფა იყო. მწვრთნელს
მხარს ვერ ვუბამთ, ცუდად ვთამაშობთ და ბრძოლისუნარიანობა არ გვაქვს. პრაქტიკულად მეტოქემ
გაგვანადგურა. საერთოდ  ვერ ვითამაშეთ დაცვაში.
ფსიქოლოგიურადაც ძალიან დასუსტებულები ვართ. სროლის პროცენტულობაც დაბალია. თსუ-ს გუნდი
აშკარად გვჯობნიდა. ეს მარცხი არანაირად არ არის მწვრთნელის ბრალი. მოთამაშეები ამ
მარცხს საკუთარ თავზე ვიღებთ.