“სტუდენტური დერბი” აგრარულად დაიწყო

“სტუდენტური დერბი” აგრარულად დაიწყო

აგრარული და სახელმწიფო უნივერსიტეტების ნახევარფინალური სერია საინტერესოდ და ბრძოლით დაიწყო. დღევანდელ მატჩში ყველაფერი ერთმა სროლამ გადაწყვიტა. უფრო სწორად, ვერჩაგდებულმა სროლამ.
საფინალო სირენამდე ორიოდ წამი რჩებოდა, როცა თსუ–ს უკანახაზელი გიორგი გაფრინდაშვილი ფარქვეშ შეიჭრა, თითქმის თავისუფალი ვითარებიდან ისროლა, ბურთი კი რკალზე გაგორდა, მაგრამ ბადეში არ შაეშვა. ეს ბურთი რომ ჩავარდნილიყო, ნუგზარ ჭეიშვილის თსუ ქულით დაწინაურდებოდა და სავარაუდოდ იმარჯვებდა კიდეც, რადგან ტამაშისთვის განკუთვნილი დრო ფაქტობრივად ამოიწურებოდა. თუმცა გაფრინდაშვილს არ გაუმართლა და „სტუდენტური დერბის“ პირველ მატჩი გამარჯვებული აგრარული უნივერსიტეტის გუნდი გამოვიდა.შეიძლება ითქვას, თსუ–მ მოგებული თამაში წააგო. შეხვედრის მანძილზე ჭეიშვილის გუნდი სოლიდურად ლიდერობდა – ერთ ეპიზოდში 17 ქულითაც დაწინაურდა, თუმცა მოკლე სათადარიგო სკამის გამო დაზარალდა და კარგად დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა ვეღარ შესძლო.რევაზ ათანელიშვილის შედეგიანი თამაშის წყალობიტ აგრარელებმა მოახერხეს ფარქვეშეთის დაპყრობა, ხოლო პერიმეტრიდან გიორგი მარხვაშვილი და ბექა წივწივაძე ჩუბინობდნენ, რამაც კობეშავიძის გუნდს ბოლო მეოტხედში ანგარიში გააბათილებინა და დასწრულებამდე 4 წუთით ადრე 77:71 დააწინაურა. თსუ თითქმის შეუცვლელად თამაშობდა და ბოლოს ხუთეულის წევრებიც გაუვარდა პერსონალურტა ლიმიტის გამო. შალვა კოხრეიძემ მეხუთე ჯარიმა მიიღო და მოედნიდან გავიდა, თუმცა თსუ–მ მაინც მოახერხა ჩამორჩენის გაბათილება, რაც შიო ხეცურიანის, გიორგი მარკოიშვილის და ლუკა შანიძის დამსახურებაა, რომლებსაც ბურთის გათამაშებაში ხელს გაფრინდაშვილი უწყობდა და ბოლო წამებზე ჭეიშვილის გუნდმა ლამის გამარჯვებასაც გამოჰკრა ხელი.ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი 30 აპრილს სპორტის სასახლეში, 15 საატზე გაიმართება.