სტუდენტური ლიგა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გუნდმა მოიგო

სტუდენტური ლიგა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გუნდმა მოიგო

სტუდენტური ლიგის გამარჯვებული საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) გუნდი გახდა. ფინალურ სერიაში სეუ-ს მეტოქე სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი იყო, რომელიც ეროვნული უნივერსიტეტის გუნდმა 2 მატჩის ჯამში, დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.
ფინალური სერიის ორივე შეხვედრას თბილისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. სტუდენტური ლიგის ორგანიზებაში საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ეხმარებოდა.
ფინალური სერიის პირველი მატჩი სეუ-მ მინიმალური სხვაობით – 72:71 მოიგო, ხოლო მეორე შეხვედრაში – 82:75 იმარჯვა და ჩემპიონი გახდა. მესამე ადგილზე გავიდა სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, რომელმაც დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს 82:72  სძლია.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა სეუ-ს გამთამაშებელი გუგა პატარაია, რომელსაც ორგანიზატორებისგან ფასიანი საჩუქარი გადაეცა. ტურნირის პრიზიორი გუნდები შესაბამისი მედლებითა დაჯილდოვდნენ.