სუპერლიგა სპორტის სასახლეს დროებით დაემშვიდობება

სუპერლიგა სპორტის სასახლეს დროებით დაემშვიდობება

აპრილის ბოლოს თბილისის სპორტის სასახლეში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება ძიუდოში, რის გამოც ქვეყნის მთავარი არენა მოსამზადებელი სამუშაოებისთვის 1 თვით იკეტება.

შესაბამისად, საკალათბურთო სუპერლიგა დროებით სხვა არენაზე გადაინაცვლებს და ერთი ტური თარიღს შეიცვლის.

29 მარტს (კვირას) გასამართი რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურის 3 მატჩი (შსს–დინამო, თსუ–ნტდ, ავია – სასოფლო) სპორტის სასახლეშივე 25 მარტს (ოთხშაბათს), სპორტის სასახლის სარეაბილიტაციოდ დახურვის დღეს ჩატარდება.ის მატჩები, რომელიც სპორტის სასახლის რეაბილიტაციის პერიოდშია დაგეგმილი, რუსთავში, „ქიმიკოსთა“ დარბაზში გაიმართება. ქვემო ქართლის მთავარ ქალაქს სუპერლიგის მეოთხედფინალების მასპინძლობა მოუწევს. პლეი ოფის პირველი წრე 10 აპრილს დაიწყება და თუ საქმე სერიის მესამე მატჩამდე მივიდა, 14 აპრილს დამთავრდება, რის შემდეგაც ჩემპიონატში შესვენება გამოცხადდება და 29 აპრილს, ნახევარფინალებიდან, სპორტის სასახლეში გაგრძელდება.