სუპერლიგის კალენდარში ცვლილებებია

სუპერლიგის კალენდარში ცვლილებებია

მოგეხსენებათ, რომ საკალათბურთო კლუბი
,,არმია” მონაწილეობას იღებს  ევროპულ საკლუბო
ჩემპიონატზე ,,ევროჩელენჯზე”.

ამასთან დაკავშირებით  ,,არმიის” საკალათბურთო კლუბმა კალათბურთის ფედერაციას

წერილობით
მოგვმართა

სუპერლიგის გათამაშების კალენდარში  შესულიყო ცვლილება.

საქართველოს კალათბურთის  ფედერაციისა და სუპერლიგის ხელმძღვანელობამ საკალათბურთო
კლუბ ,,არმიის” თხოვნა დააკმაყოფილა და სუპერლიგის გათამაშების კალენდარში შეიტანა
შემდეგი ცვლილებები: 28 ოქტომბერს და 9 დეკემბერს ქუთაისსა და ბათუმში დაგეგმილი ,,არმიის”
გასვლითი თამაშები ჩატარდება 29 ოქტომბერს და 10 დეკემბერს თბილისის სპორტის სასახლეში , ხოლო ქუთაისსა და თბილისის
სახლემწიფო უნივერსიტეტის გუნდებს შორის 5 ნოემბერს დაგეგმილი შეხვედრა, რომელიც თბილისის
სპორტის სასახლეში  უნდა ჩატარებულიყო,  გაიმართება ქუთაისის სპორტის სასახლეში. ზემოთ ჩამოთვლილ
გუნდებთან ,,არმიის” კლუბმა შეთანხმებას მიაღწია.

 გთავაზობთ სუპერლიგის 2011-12 წლების გათამაშების კალენდარში
შეტანილ ცვლილებებს: