საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა და ტელეკომპანია
,,აფხაზეთის ხმას“ შორის თანამშრომლობა გრძელდება.
17 ნოემბრიდან , წინა სეზონის მსგავსად, ,,აფხაზეთის ხმა“ მაყურებელს თბილისის სპორტის
სასახლეში ჩატარებული საკალათბურთო სუპერლიგის თამაშების ტელეტრანსლიაციას შესთავაზებს.
მატჩების პირდაპირი რეპორტაჟი ტრადიციულად, შაბათ დღეს, აღნიშნული ტელევიზიის ეთერით
გადაიცემა. გულშემატკივარს საშუალება ექნება 2012-13 წლების საკალათბურთო სეზონს თვალი
,,აფხაზეთის ხმაზე“ ადევნოს.
ბესიკ ლიპარტელიანი (საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის
პრეზიდენტი) : მივესალმები,
რომ ტელეკომპანია ,,აფხაზეთის ხმაზე“ მატჩების
პირდაპირი რეპორტაჟი აღდგა. გულშემატკივარს ეძლევა საშუალება, რომ უფრო აქტიურად ადევნოს
სუპერლიგის მატჩებს თვალ-ყური. ტელეტრანსლაცია კარგია აგრეთვე კლუბებისთვის და ქართული
კალათბურთის პოპულარიზაციისთვის.
ირაკლი დათეშიძე ( ,,აფხაზეთის ხმის“ აღმასრულებელი
დირექტორი ): მოგეხსენებათ, შარშან ტელეკომპანია ,,აფხაზეთის ხმა“ აჩვენებდა ეროვნული ჩემპიონატის თბილისის შეხვედრებს.
სასიხარულოა , რომ ჩვენსა და ფედერაციას შორის თანამშრომლობა გრძელდება. ჩვენ გავითვალისწინეთ
მაყურებელთა ინტერესები და გამომდინარე იქიდან, რომ კალათბურთის პოპულარიზაცია იზრდება,
გულშემატკივარს ვთავაზობთ ერთგვარ კომფორტს. ტელეკომპანია ,,აფხაზეთის ხმა“ ყოველთვის
მზადაა ქართულ კალათბურთს გვერდში დაუდგეს.