სუპერლიგის ფინალური ეტაპი დღეს ოლიმპიურ სასახლეში იწყება

სუპერლიგის ფინალური  ეტაპი დღეს ოლიმპიურ სასახლეში  იწყება

დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, სტარტს აიღებს  სუპერლიგის ფინალური სერია, სადაც ჩემპიონობისთვის ერთმანეთს თბილისის “დინამო” და “ქუთაისი 2010” დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 18:30 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი განახორციელებს. 
შეგახსენებთ, ფინალური სერია სამ მოგებამდე გრძელდება. სერიის მეორე მატჩი ხვალ 23 მაისს, 18:30 საათზე,  კვლავ თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება, ხოლო მესამე (თუ საჭირო გახდა მეოთხეც)  შეხვედრა ქუთაისში ჩატარდება.