სუპერლიგის საუკეთესო ახალგაზრდას ზვიად მიქაძის სახელობის თასი გადაეცემა

სუპერლიგის საუკეთესო ახალგაზრდას ზვიად მიქაძის სახელობის თასი გადაეცემა

ხვალ, თბილისის სპორტის სასახლეში 14:00 სათზე ოთარ ქორქიას სახელობის სუპეთასი გაიმართება, 

სადაც ერთმანეთს არმიისა და ქუთაისის გუნდები დაუპირისპირდებიან. შეხვედრის შემდეგ დასახელდება მიმდინარე სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელი, რომლესაც ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთელის, ზვიად მიქაძის სახელობის თასი გადაეცემა.

ზვიად მიქაძის ოჯახისა და მეგობრების მიერ დაწესებული მემორიალური თასი ტრადიციულია და უკვე მეორე წელია არსებობს. თასი არ არის გარდამავალი – იგი ყოველ წელს სპეციალურად მზადდება და სეზონის ყველაზე გამორჩეულ ახალგაზრდა, პერსპექტიულ კალათბურთელს გადაეცემა.