სუპერლიგის ტური გადაიდო

სუპერლიგის ტური გადაიდო

სუპერლიგის მე-12 ტურის 3 მატჩი, რომელიც სპორტის სასახლეში დღეს უნდა
გამართულყო, 4 დღით გადაიდო. მატჩები სპორტის სასახლეში დაიწყება იგივე დროს, ოღონდ
ოთხშაბათს, 17 თებერვალს.

გადადების მიზეზი გახდა სპორტის სასახლის შუქფარისა და განათების
სისტემის გაუმართაობა. თავდაპირველად ნათურები ჩვეული დატვირთვით ანათებდნენ,
მაგრამ შუქფარი არ მუშაობდა და მისი შეკეთებისას სინათლის გაყვანილობაც დაზიანდა. 

შესაბამისად, სუპერლიგის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ეს მატჩები
მომავალ ოთხშაბათს, 17 თებერვალს გაიმართოს.

დღესვე უნდა გამართულიყო 18-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩიც „ნიკესა“ და
1994-წლიანთა ნაკრებს შორის, რომელიც ასევე 17 თებერვალს, 12 საათზე, სუპერლიგის
შეხედრების დაწყებამდე ჩატარდება.