სუპერლიგის დებულებაში შევიდა შემდეგი ცვლილება: რეგიონში
გამართული ყველა შეხვედრის გადაღება მოხდეს მასპინძელი გუნდის
მიერ ვიდეოკამერით. ყოველ ორშაბათს დაუმონტაჯებელი მასალა მიეწოდოს მოწინააღმდეგე გუნდსა
და სუპერლიგის ხელმძღვანელობას.
ოქმი N 6
ქ.თბილისი
სხდომას ესწრებოდნენ: გ.მიქაძე,
ა.კაზანჯიანი, ვ.ლომაძე, ა.მეგრელაძე,
დამსწრეთაგან:
თამაშის კომისარი –
რ.გელოვანი, მსაჯი -დ.ბერეკაშვილი
დღის წესრიგი
2011 წლის 4 მარტს ქ.ქუთაისის სპორტის სასახლეში , სუპერლიგის
კალენდარული მატჩის დროს, ქუთაისისა და შსს-ს გუნდებს შორის, მომხდარი ინციდენტის შესახებ.
მოისმინეს: თამაშის კომისრის რ.გელოვანისა და მსაჯის დ.ბერეკაშვილის
ინფორმაცია მომხდარის შესახებ და აგრეთვე რ.გელოვანის მოხსენებითი ბარათი და გაზეთ
,,ლელოს” პუბლიკაცია ზემოაღნიშნულის შესახებ. საუბრიდან გამოიკვეთა, რომ მატჩის მიმდინარეობის
დროს ქუთაისის მოთამაშემ ბ.კვიმსაძემ შსს-ს
მოთამაშის ბ.წივწივაძის წინააღმდეგ გამოიყენა ძალისმიერი ილეთი, რის გამოც ამ ორ მოთამაშეს
შორის მოხდა შელაპარაკება, რომელიც ერთმანეთის ხელის ჩამორთმევით დამთავრდა. მაგრამ
არ დაწყნარდა რამოდენიმე მაყურებელი, რომლებიც გამოირჩეოდნენ ზღვარგადასული აგრესიითა
და უცენზურო ლანძღვა-გინებით მოთამაშის წინააღმდეგ. ბ.წივწივაძის საყურადღებოდ ითქვა:
მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშისთვის ძნელად ასატანია უწმაწური გინების მოსმენა საკუთარი
მისამართით, მაინც აუცილებელია უკიდურესი თავშეკავება,
რათა სპორტულ დარბაზში არ მოხდეს უმართავი არეულობის პროვოცირება. შსს-ს გუნდის საქომაგოთ
მოსულ პოლიციელს მოუხდა თავისი პირდაპირი მოვალეობის აღსრულება და მოედანზე შემოჭრილი
ხულიგნების დაშოშმინება.
გამოვიდნენ:
კომისიის წევრებმა გამოთქვეს შეშფოთება ინციდენტის გამო. ითქვა რომ ჩემპიონატის
ბოლოსაკენ ლიდერთა ბრძოლა პოზიციებისთვის თანდათან უფრო გამწვავდება და თუ სპორტულ
დარბაზებში არ იქნება მიღებული სათანადო ზომები ჩემპიონატის დასკვნითი ფაზა გაუსაძლისი
გახდება.
დაადგინეს:
ეთხოვოს სპორტის სასახლის დირექციას აქედანვე უნდა მიიღოს გადამჭრელი ზომები
მოთამაშეთა და მათ თანმხლებ პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თამაშების ნორმალურ
პირობებში ჩასატარებლად, რათა არ გახდეს საჭირო საუბარიც კი დარბაზის დისკვალიფიკაციის
ყველასათვის უსიამოვნო პროცედურის შესახებ. შსს-ს
გუნდის მოთამაშეს ბ.წივწივაძეს მიეცეს მკაცრი გაფრთხილება, რათა მომავალში არ
აყვეს მაყურებლის, თუნდაც ძნელად ასატან პროვაკაციულ გამოხტომებს.
სკფ-ს სადისციპლინო კომისიის
თავჯდომარე გ.მიქაძე