თასის ფინალი დაიწყო

18 საათზე დაიწყო საქართველოს თასის გათამაშების ფინალური
მატჩი. „შსს-აკადემიისა“ და „ოლიმპის“ გუნდები ერთმანეთს პრესტიჟული ტურნირის მოგებისთვის
ებრძოლებიან.

 გუნდებმა წინასამატჩო მოთელვა გაიარეს და ერთობლივი ფოტოებიც გადაიღეს. ორივე გუნდის წარმომადგენლები საბრძოლოდ არიან განწყობილნი და საკუთარ წარმატებაში
ეჭვი არ ეპარებათ. ყველაფერს პასუხს ფინალური მატჩი გასცემს. დაახლოებით 2 საათში საქართველოს
თასის ახალი მფლობელი გამოვლინდება. არც 
„შსს-აკადემიას“ და არც „ოლიმპს“ აქამდე აღნიშნული ტიტული არ მოუგიათ.