სუპერლიგის
მე-6 ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს ,,არმია” – თსსუ დაუპირისპირდნენ.
მატჩი სანტერესოდ დაიწყო და შეხვედრის პირველი
მეოთხედი გუნდების გარდამავალი უპირატესობით
წარიმართა, თუმცა პერიოდის დასასრულს არმიელებმა იძალეს და 31:25 გავიდნენ წინ.
მეორე მეოთხედში ,,ძალოვნებმა” იაქტიურეს და პერიოდის მე-4 წუთზე 9 ქულითა დაწინაურდნენ. თუმცა ამ
დროს ,,მედიკოსმა” გრიგოლ შვანგირაძემ ზედიზედ
ორი 3-ქულიანი მოათავსა არმიელთა კალათში და
სხვაობა 3-ქულამდე შეამცირა. პერიოდის დასრულებამდე
1:50 წუთით ადრე კი ანგარიშში სხვაობა კვლავაც
3-ქულას შეადგენდა – 44:41 დაფიქსირდა, ხოლო
1:31 წუთით ადრე კი 2 ქულა – 45:43.
ამასობაში მეორე
მეოთხედის დარჩენილი დროც ამოიწურა და სხვაობა
მინიმუმადე დავიდა,თუმცა უკვე სამედიცინოს
სასარგებლოდ. მედიკოსები წინ ერთი ქულით გავიდნენ და შეხვედრის პირველი ნახევარი 1-ქულიანი უპირატესობით
დაასრულეს – 48:47.
მესამე
პერიოდში თამაში სულ სხვაგვარად შემოატრიალდა, აღნიშნულ მეოთხედში არმიელები იმდენად გააქტიურდნენ,
რომ მედიკოსებმა მათი შეჩერება ვეღარ მოახერხეს – 75:62. ამავე ანგარიშით დასრულდა მესამე პერიოდი.
ბოლო დასკვნით მეოთხედში არმიელებმა მეტოქეს არც დაწევის საშუალება მისცეს და არც თამაშში გარადტეხის
შეტანის. დასაწყისისთვის 81:68 დააფქსირეს თავიაანთ სასარგებლოდ, დასკვით მეოთხედში მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და 99:85
იმარჯვეს.
მოგებულებს
20 ქულით ჯერემი რიჩარდსონმა ულიდერა, ხოლო ორმაგი დუბლი უილიამ ტომასმა შეასრულა, რომელმაც 13 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.
თსსუ-ს შემადგენლობაში
საუკეთესო იყო მიხეილ ჭოჭუა, რომელმაც საკუთარ გუნდს 18 ქულა მოუტანა.